ფაკულტეტი-სამშენებლო

ყველა სიახლე

სამშენებლო ფაკულტეტი


დღეს, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი თავისი გამოცდილი პროფესურით და თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით კვლავ რჩება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ძირითად სამჭედლოდ.
ფაკულტეტზე წარმატებით ხორციელდება სტუდენტზე ორიენტირებული პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები, მასში ჩართული მოდულებით და თემატიკით. თითოეული პროგრამა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ფაკულტეტის მომავალს, ბაზარს შესთავაზებს კონკურენტუნარიან საინჟინრო-სამშენებლო, სამეცნიერო კადრს, რომელიც კომპეტენტურ სიტყვას იტყვის სამშენებლო საქმეში, ინჟინერიაში, არქიტექტურაში. ამის საფუძველი გახდება დანერგილი სიახლეები:
- ახლადშექმნილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი მოდული - ”მშენებლობა და არქიტექტურა,” რომელიც მიზნად ისახავს ახალი ტიპის საინჟინრო და არქიტექტურული ცოდნით შეიარაღებული სპეციალისტების ჩამოყალიბებას ( იხილეთ სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტი მოდულით ”მშენებლობა და არქიტექტურა”)
- სატრანსპორტო-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტიდან სამშენებლო ფაკულტეტზე გადმოსული საგზაო მშენებლობის დეპარტამენტი ტრადიციული სპეციალობებით და მოდულებით:

  1. რკინიგზების მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობა
  2. საავტომობილო გზებისა და აეროდრომების მშენებლობა
  3. ხიდები და სატრანსპორტო გვირაბები (იხილეთ საგზაო დეპარტამენტი, მოდულები)

- ფაკულტეტის ხვალინდელი დღე, განახლებული, რეგიონში საუკეთესო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, დანადგარებითა და მოწყობილობებით აღჭურვილი ლაბორატორიული ბაზა, რომლის გაფართოება - განვითარებას გეგმავს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად.

აღნიშნული სიახლეების წარმატებით განხორციელების შედეგად ფაკულტეტი ქვეყანას მისცემს ინტელექტუალურ ძალას, რომელიც შექმნის ისეთ შენობებსა და ნაგებობებს, თავისი სიმტკიცით, სილამაზით და საიმედოობით დროს რომ გაუძლებს და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში ჩაწერილი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მემატიენედ გადაიქცევა.