ისტორია

 სამშენებლო ფაკულტეტის ისტორია

 

     საქრთველოს ვ.ი ლენინის სახელობის პლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი თავის არსებობას ითვლის 1922 წლიდან, როდესაც თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი. იგი სამი განყოფილებისაგან შედგებოდა: სამშენებლო, ელექტრომექანიკური, სამთო. სამშენებლო განყოფილება სამი სპეციალობით იყო წარმოდგენილი: ხუროთმოძღვრება, საგზაო და ჰიდროტექნიკური მშენებლობა. 
     მრავალი ფაქტორით, მათ შორის ქვეყნის სახალხო მეურნეობის განვითარებაში მშენებლობის განსაკუთრებული როლით, იყო გაპირობებული ის ფაქტი, რომ სამშენებლო ფაკულტეტი საქარველოში უმაღლესი პოლიტექნიკური განათლების კერის ფუძემდებლურ ფაკულტეტად წარმოგვიდგა. მან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტთან ერთად უკვე ორჯერ საზეიმოდ აღნიშნა არსებობის  საიუბილეო თარიღები 25 წლისთავი - 1947 წელს, 50 წლისთავი - 1972 წელს:
     სახელმწიფო უნივერსიტეტთან პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნიკ საკითხი უნივერსიტეტის საბჭოს დავალებით მომზადებული იყო კომისიის მიერ, რომელშიც შედიოდნენ: ი. ჯავახიშვილი, ა. რაზმაძე, ა. დიდებულიძე, ა. ჯავახიშვილი. ამავე საბჭის გადაწყვეტილებით ფაკულტეტის სტრუქტურის და სასწავლო გეგების შესამუშავებლად შეიქმნა სპეციალური კომისია პროფ. ა. დიდებულძის თავჯდომარეობით. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი. გ. ნიკოლაძე, ა. ბენაშვილი, ი. თულაშვილი, ა. ხარაძე და საქართველოს ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლები: ბ. ჭიჭინაძე, ლ. დიასამიძე, გ. ქურდიანი, ი. ვაწაძე, მ. გედევანიშვილი, გ. წულუკიძე, ვ. კაკაბაძე, ი. ყიფშიძე. კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი უნივერსიტეტის საბჭომ დაამტკიცა 1921 წლის 30 დეკემბერს.
     1922 წლის 16 იანვარს შედგა პოლიტექნიკური ფაკულტეტის პირველი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფ. ი. ჯავახიშვილი, პოლიტექნიკური ფაკულტეტის დაარსების ინიციატორი და სულისჩამდგმელი. აქვე აირჩიეს ფაკულტეტის პირველი დეკანი პროფ. ა. დიდებულიძე და მდივანი (მოადგილე) - ივ. თულაშვილი. შემდგომში ფაკულტეტის ხელმძღვანელობდნენ: დეკანი პროფ. ნ. მუსხელიშვილი, მდივნები - ი. ყიფშიძე, გ. წულუკიძე.
პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე სწავლა დაიწყო საგაზაფხულო სემესტრით 1922 წლის თებერვლიდან. ფაკულტეტეზე ჩარიცხული იქნა სულ 182 სტუდენტი. 1922--23 სასწავლო წლისათვის სტუდენტთა კონტიგენტმა 350-ს გადააჭარბა, მათ შორის 70-ზე მეტი სამშენებლო განყოფილებაზე მოდიოდა: 1928 წლისათვის ფაკულტეტზე ირიცხებოდა 1200 სტუდენტი, აქედან 300 - სამშენებლო განყოფილებაზ

ფაკულტეტის პედაგოგიური კოლექტივის ბირთვს შეადგენდნენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ ან მოწვეული იყვნენ რუსეთიდან. ფაკულტეტს ემსახურებოდნენ აგრეთვე უნივერსიტეტის საერთო-თეორიული კათდრები (მათმატიკა, ფიზიკა, ქიმია და სხვა). განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენდა სპეციალურ დისციპლანათა ლექტორების გამოძებნა, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ისე იმდეროინდელი საზოგადოების მოწინავე ადამიანებმა (ნ. ნიკოლაძე და სხვანი). საერთო მეცადინეობამ ნაყოფი გამოიღო: მოკლე დროში გადაწყდა საჭირბოროტო და მძმე პრობლემა პროფესორ-მასწავლებელთა იმ კადრებით ფაკულტეტის დაკომპლექტებისა, რომელთაც შეეძლოთ ქართულ ენაზე საინჟინრო დისციპლინების წაყვანა. მომავალ ინჟინერ-შენებელთა პირველი მასწაცვლებლები იყვნენ: ანდ. რაზმაძე, გ. ნიკოლაძე, ა. ბენაშვილი, ი. მოსეშვილი, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე, გ. რუძაძე, ი. თულაშვილი, გ. ჩუბინიშვილი, ი. ესმანი, ნ. გვარამაძე, გ. გრინევსკი, ლ. დიასამიძე, ა. კალგინი, მ. მაჭავარიანი, ი. ყირქისალი, ალ. ჩიქოვანი, ბ. ჭიჭინაძე პლ. ხელთუფლიშვილი, გ. ქურდიანი, ა. გულისაშვილი, გ. ამირეჯიბი, ნ. ლეჟავა, გ. სენიჟენსკი და სხვანი. დიდია ღვაწლი იმ ადამიანებისა, რომლებმაც დიადი საქმის დასაწყისი პასუხისმგებლობა და სიმძიმე იტვირთეს; ინჟინერ-მშენებელთა თაობები მადლიერებით გრძნობით იხსენიებენ მათ სახელებს. დღის წესრიგში დადგა უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელი საკითხი: ქართული სამეცნიერო და ტექნიკური ტერმინოლოგიის დამუშავება; რადგან ყველა ლექტორი რუსულ ან უცხო ენებზე იყო განსწვლული, ეს სამე მეტად საშური იყო, ამ ღრმა ეროვნულ და საშვილიშვილო საქმის გადაწყვეტას დასაბამი მისცა სპეციალურმა კომისიამ და ცალკეულმა მოღვაწეებმა. საერთო სამეციერო და საერტო-ტექნიკური ტერმინების ბაზაზე დადგინდა და დაიხვეწა ტერმინები ცალკეულ სპეციალურ დისციპლინებშიც. ამ საქმეს დიდი სამსახური გაუჭია საქართველოს ტექნიკურმა საზოგადოებამ, რომელმაც 1921 წელს გამოსცა "ტექნიკური ტერმინოლოგია" შემდგომ ტერმინოლოგიური მუშაობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ იქნა აღიარებული და იგი სახელმწიფო-სამეცნიერო საბჭოს მიენდო. ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის შექმნას სათავეში ედგნენ: ივ. ჯავახიშვილი, გ. ნიკოლაძე, ვ. ბერიძე, ვ. კაკაბაძე, რ. ნიკოლაძე და განათლებისა და წარმოების სხვა მუშაკები და მოღვაწეები. ფაკულტეტის დაარსებიდან 6 წლის შემდეგ - 1928 წელს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სკოლის ისტორიაში პირველად შედგა სადიპლომი პროექტების საჟარო დაცვები (28 ივნისი და 7 ოქტომბერი). მიუხედავად ქართველ ინჟინერთა პირველი გამოშვების მცირერიცხოვნებისა (სულ 10 ინჟინერი, მათ შორის 2 ინჟინერ-მშენებელი), აშკარა იყო ამ მოვლენის უდიდესი მნიშვნელობა. სოციალისტური მშენებლობის გარიჟრაჟზე, როცა ჩვენი ქვეყნისსახალხო მეურნეობა საიჟინრო-ტექნიკური კადრების მწვავე ნაკლებობას განიცდიდა, 10 ინჟინერის შემომატებას მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეეძლო. ყველაზე არსებითი მაინც ის იყო, რომ ამ გამოშვებით ნათლად დამტკიცდა ქართულ უნაზე უმაღლესი ტექნიკური კვალიფიკაციის სპეციალისტთა მომზადების შესაძლებლოვა ჩვენს პირობებში, ბევრს საეჟვოდ ან შეუძლებლადაც მიაჩნდა. ასეთი მოვლენის დიდი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ არა მარტო ამ საქმის მესვეურებსა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, არამედფართო საზოგადოებასაც. ამიტომ იყო, რომ სადიპლომო პროექქტების პირველი დაცვები ნამდვილ ზეიმად იქცა: დაცებს 1000-მდე კაცი ესწრებოდა, მათ შორის რესპუბლიკის ხელმძღვანელებიც. პროფ. გ. წულუკიძე ჟურნალ "ტექნიკა და ცხოვრებაში"(№ 10-12, 1928წ.) წედა: "1928 წლის ქართული ტექნიკისათვის და შეიძლება თამამად ითქვას, მთელი ქვეყნის მომავალი კულტურული ცხოვრებისათვის ღირსშესანიშნავ თარიღად თარიღად უნდა ჩაითვალოს. მოხდა ის, რაც რამდენიმე წლის წინათ, მხოლოდ ოცნების საგანს წარმოადგენდა და თვით პოლიტექნიკური ფაკულტეტის გახსნის შემდეგაც ბევრს მეტად სათუოდ მიაჩნდა... ყოფილი რუსეთის იმპერიის ეროვნულ უმცირესობათა შორის ჩვენ ვართ პირველნი მთელ საბჭითა კავშირში, რომლებმაც შევძელით დიადი რევულუციით მონაპოვარი უფლებების გამოყენება".
1928 წელსვე პოლიტექნიკური ფაკულტეტი გამოეყო უნივერსიტეტს და მის ბაზაზე დაარსდა საქართვლოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. მის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე არსებული რუსული პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სამშენებლო ფანყოფილება ამ ინსტიტუტში გარდაიქმნა სამშენებლო ფაკულტეტად, რომელსაც ორი სექტორი გააჩნდა (ქართული და რუსული). ფაკულტეტის დეკანი მოვალეობას ასრულებდა პროფ. კ. ს. ზავრეივი. 1930 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტისაგან დარგობრივი ინსტიტუტების გამოყოფასთან დაკავშირებით, სამშენებლო ფაკულტეტის ბაზაზე დაარსდა საქართველოს სამშენებლო-საინჟინრო ინსტიტუტი, ხოლო მის პარალელურად - ა/კ რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტი, ინჟინერ-მშენებელთა მომზადების მეორე კერა. მომდევნო წლებში (1932 წლის შემდეგ) დარგობრივი ინსტიტუტების გამსხვილება ჩატარდა: სამშენებლო და ელექტრომექანიკური ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, რომელიც მალე რეორგანიზებული იქნა ამიერკავკასიის ინდუსტრიულ, ხოლო 1936 წლიდან კვლავ საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტად . 1947 წლიდან მას საქრთველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ეწოდა. 1959 წელს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან რკინიგზის საინჟინრო ინსტიტუტის შემოერთების შედეგად სამშენებლო ფაკულტეტი კიდევ უფრო გაფართოვდა. ზრდის ინტენსიურმა პროცესმა განაპირობა იმის აუცილებლობა, რომ სამშენებლო ფაკულტეტისგან გამოყოფილიყო ჯერ არქიტექტურული (1969 წ.) ხოლო შემდეგ ჰიდროტექნიკური და სანტექნიკური ფაკულტეტები (1971 წ.) ამ გამოყოფამდე სამშენებლო ფაკულტეტი ამზადებდა შემდეგი დარგის სპეციალისტებს: არქიტექტორებს, ინჟინერ-მშენებლებს სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობისათვის, ინჟინერ-ჰიდრავლიკოსებს, ინჟინერ-მშენებელ-ტექნიკოსებს, ავტო-საგზაო მშენებლობის ინჟინრებს (1959 წლამდე). ფაკულტეტებზე ტრადიციულ სპეციალობათა გარდა გაიხსნა ორი ახალი სპეციალობა "თბოაირმომარაგება და ვინტილაცია"(1963 წ.), "სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება" (1967 წ.), რომელთაგან პირველი ამზადებდა ინჟინერ-მშენებლებს თბოაირმომარაგებისა და სამრეწველო ვენტილაციის დარგში, ხოლო მეორე - ინჟინერ-მშენებელ ტექნოლოგებს სამშენებლო ინდუსტრიის ისეთი მნიშვნელოვანი დარგისთვის, როგორიცაა ბეტონისა და რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციების წარმოება. ზემოთაღნიშნული ორი ფაკულტეტის გამოყოფის შემდეგ (1971), სამშენებლო ფაკულტეტს დარჩა მხოლოდ ორი სპეციალობა: "სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა" და "სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოება", რომელთაც 1976 წელს დაემატა საინჟინრო-პედაგოგიური სპეციალობა "მშენებლობა" - საშუალო სპეციალური და პროფტექნიკური სასწავლებლებისათვის სამშენებლო დისციპლინების ინჟინერ-მასწავლებელების მოსამზადებლად. სამშენებლო ფაკულტეტმა თავისი არსებობის მანძილზე მოამზადა დღის სტაციონარის, საღამოს და დაუსწრებელი სწავლების 20 ათასზე მეტი ახალგაზრდა სპეციალისტი. მათ შორის 1000-ზე მეტი ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი, 400-მდე ავტოსაგზაო მშენებლობის ინჟინერი, 800-მდე ინჟინერ-მშენებელი წყალმომარაგება-კანალიზაციის სპეციალობით, 300-ზე მეტი ინჟინერ-მშენებელი თბოაირმომარაგება-ვენტილაციის სპეციალობით, 600-ზე მეტი არქიტექტორი. კურსდამთავრებულთა ძირითადი ნაწილი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობის ინჟინერია. ფაკულტეტს სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ დეკანები: გ. მუხაძე, შ.ცოტაძე, პ. ურიდია, დ. დოლიძე, ა. კუკშაძე, ქ. ანდღულაძე, ნ. დანელია, გ. ნინუა, ლ. გველესიანი, მ. ადეიშვილი, რ. იმედაძე, გ. ლაღუნდარიძე, დეკანის მოადგილეებად მუშაობდნენ: დ. მეგრელიშვილი, ბ. დოლიძე, გ. ყიფიანი ბ. ტოგონიძე, ა. ბერიაშვილი, ნ. მოწონელიძე, დ. კერესელძე, ნ. ქუთათელაძე, ს. ვახტანგაძე, ნ. კუჭიაძე, გ. ჯაფარიძე, ა. ბერაია, ვ.ჯავახიშვილი, გ. მახარაძე. ამჟამად ფაკულტეტს ხელმძღვანელობენ: დეკანი ზ. გედენიძე, დეკნის მოადგილეები ი. ქადარია, ნ. მურღულია.
სამშენებლო ფაკულტეტმა პირნათლად შეასრულა თავისი ძირითადი მოავალეობა სახალხო მეურნეოისათვის სხვადასხვა სპეციალობის ინჟინერ-მშენებელთა და არქიტექტორთა კადრების მომზადებით, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის გაშლილ სოციალისტურ მშენებლობაში. მისი აღზრდილები ნაყოფიერად მოღვაწეობენ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა საპასუხისმგებლო უბანზე, როგორც ჩვენს რესპუბლიკაში, ისე მის ფარგლებს გარეთ; ბევრი მათგანი სახელმოხვეჭილი მეცნიერია, ახალმშენებლობების, საპროექტო-საკონსტრუქტურო ბიუროების და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების ხელმძღვანელია. სამშენებლო ფაკულტეტის აღზრდილთა მიერ არის დაპროექტებული და აგებული ჩვენს ქვეყანაში მრავალრიცხოვანი სამოქალაქო და ნაგებობები, ჰიდროტექნიკური და სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტები. სამამულო ომის წლებში სამშენებლო ფაკულტეტიდან ფრონტზე წავიდა არა მარტო სტუდენტობის მეტი ნაწილი (მათ შორის ქართველები), არამედ თანამშრომლები, ლექტორები. სამამულო ომის ძლევამოსილად დასრულების შემდეგ სამშენებლო ფაკულტეტის აუდიტორიები შეივსო ფრონტიდან დაბრუნებული ფარაჯიანი ახალგაზრდებით.
     სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა შორის იყვნენ საბჭოთა კავშირის გმირები: ირ. ციციშვილი (შემდგომ ფაკულტეტის პროფესორი და კათედრის გამგე), კ. უკლება საინჟინრო ჯარების მარშალი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე არჩ. გელოვანი.
     თანამშრობლების დიდი ნაწილი კვლავ დაუბრუნდა სამშენებლო ფაკულტეტს, ზოგმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენს გამარჯვებას. მათ შორის იყვნენ: დოც. ვალ. ეპიტაშვილი, ასისტ. სულ. გრძელიძე და სხვები.