სტუ-ის I კორპუსში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა

სტუ-ის I კორპუსში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა

15-06-2007

12 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის I კორპუსში კომპიუტერული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია უახლესი კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით. ტექნიკისა და ავეჯის შესაძენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 370 ათასი ლარი გამოყო.

”ამ ცენტრის გახსნა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ტექნიკური უნივერსიტეტის აკრედიტაციის აღსადგენად. სტუდენტებსა და მეცნიერ-თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ კომფორტულ გარემოში იმუშაონ და კვალიფიკაცია აიმაღლონ. ინტერნეტის ქსელში ჩართული 160 კომპიუტერი, ვფიქრობ, ინფორმაციისა და განათლების მისაღებად კარგი შესაძლებლობაა,”- განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექწსანდრე ლომაიამ.

ცენტრის გახსნას დაესწრნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, სტუ-ს რექტორი არჩილ მოწონელიძე, სტუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრები და სტუდენტები.

“კომპიუტერების შეძენა კვლავაც გრძელდება. ამ დღეებში კიდევ 85 კომპიუტერს შემოვიტანთ და გავაახლებთ ტექნიკას. ყველანაირად ვცდილობთ სექტემბრისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყოთ და ტექნიკურ უნივერსიტეტს აკრედიტაცია აღვუდგინოთ”, - განაცხადა სტუ რექტორმა არჩილ მოწონელიძემ.

სიახლეებში დაბრუნება