ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისთვის

ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისთვის

ჩეხეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისთვის
25-07-2023

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისათვის სასტიპენდიო პროგრამებს აცხადებს.

სასტიპენდიო პროგრამები განკუთვნილია საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, ინგლისურ და ჩეხურ ენებზე სწავლებისათვის შემდეგი მიმართულებებით:

·      მშენებლობა;

·      ფინანსები და ეკონომიკა;

·      აგრარული მიმართულება;

·      მათემატიკა და სტატისტიკა;

·      ენერგეტიკა;

·      გარემოს დაცვა;

·      IT-ტექნოლოგიები.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებისა და განაცხადის წარდგენის შესახებ იხილეთ ბმულზე: http://www.msmt.ez/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries-2

სიახლეებში დაბრუნება