სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები საქართველოში“, გაიმართა

სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები საქართველოში“, გაიმართა

სტუ-ში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები საქართველოში“, გაიმართა
07-07-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია - „სეისმომედეგი მშენებლობის პრობლემები საქართველოში“, გაიმართა. 

კონფერენციას ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის და ფაკულტეტების წარმომადგენლები, სტუდენტები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტრის წარმომადგენლები. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ კერძო და არასამთავრობო სექტორი: „საქგზამეცნიერება“, სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება, „მშენებელთა ლიგა“, ,„კნაუფი გიპს თბილისი“, საზოგადოებრივი მაუწყებელის  გამომძიებელი რეპორტიორიჟურნალისტები. 

კონფერენცია გახსნა ეროვნული ასოციაციისდირექტორმა, სეისმომედეგი მშენებლობის ევროპისადა საერთაშორისო ასოციაციების ეროვნულმაწევრმა, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა პაატარეკვავამ, მან დამსწრე საზოგადოებას მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი  მიეგოთ  გურამ გაბრიჩიძის და მალხაზ ბედიაშვილის ხსოვნისთვის.

როგორც თავის გამოსვლაში პაატა რეკვავამ განაცხადა, ეროვნული ასოციაცია 2004 წლიდან არის სეისმომედეგი მშენებლობის ევროპის ასოციაციის წევრი, ხოლო 2013 წლიდან სეისმომედეგი მშენებლობის ასოციაციის წევრი. 2016 წლიდან ასოციაცია არის საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების წევრი.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ სეისმომედეგი მშენებლობისა და საინჟინრო სეისმოლოგიის საქართველოს ეროვნული ასოციაციის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციას ვატარებთ, სადაც წარმოდგენილია საინტერესო და მრავლისმომცველი თემები. წარმატებები მინდა ვუსურვო კონფერენციის მონაწილეებს და იმედი მაქვს, რომ ასოციაცია წარმატებით გააგრძელებს წესდებით განსაზღვრული ამოცანებისგანხორციელებას, ქვეყნის სეისმური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - განაცხადა პაატა რეკვავამ.

სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული სტუმრების მიერ, განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: „სეისმომედეგი მშენებლობის ტექნიკური რეგულირება საქართველოში -წარსული, აწმყო და მომავალი“, „საქართველოში სეისმომედეგი მშენებლობის სფეროში ბოლო ათწლეულში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები",  „თანამედროვე  გამოწვევები   სეისმომედეგობაში   და   მისი  აქტუალური პრობლემები“, „სეისმური რისკის მართვა საქართველოში“, "შენობების მზიდი კონსტრუქციებისმდგრადობის და სეისმომედეგობის შეფასებისას წამოჭრილი ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტის გზები",                                                                                                       „შენობა-ნაგებობების საანგარიშო მოდელის იდენტიფიკაცია და შემოწმება ნატურულ-ვიბრაციული ექსპერიმენტული კვლევებით“, „თბილისის სატრანსპოტრო მაგისტრალების განახლებისა და განაშენიანების კონცეფცია და შენობა-ნაგებობათა სეისმოლოგია“,                                                                                                                                                                                                                   „ურბანული ტერიტორიების სეისმური რისკის რედაქტირების  ქალაქგეგმარებითი მეთოდების შესახებ“, „თურქეთში 2023 წლის თებერვალში მომხდარი მიწისძვრისა და აფთერშოკების შედეგების ანალიზი“.   

სიახლეებში დაბრუნება