საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები”

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები”

04-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონალური ცენტრი

ველნეს კურორტი „ბიოლი“


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

“ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები”

გენერალური სპონსორი: კურორტების განვითარების სააგენტო

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  2023  წლის 27- 28 ოქტომბერი

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონფერენციის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური.

კონფერენციის ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ოფლაინ  რეჟიმში)

კონფერენციის თემატიკა:

·       გარემო, მთა, კლიმატი და ჯანმრთელობა

·       მდგრადი განვითარების მიზნები და ჯანმრთელობა

·       ახალი მეთოდოლოგიები ბალნეო/კლიმატო/სპალეო/პელოიდო თერაპიის სფეროში

·       ITC, ახალი ტექნოლოგიები, გარემო და ჯანდაცვა

·       ახალი პარადიგმები:  ჯანმრთელობის და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი, თერმული ქალაქების კულტურული მარშრუტები 

·       ტურიზმის მდგრადი განვითარება და ბალნეო-კლიმატური კურორტები

·       ბიორესურსები და ეთნობოტანიკური ტექნოლოგიები

·       კურორტის მართვის თავისებურებანი და დანიშნულების ადგილის მარკეტინგისა და მენეჯმენტის როლი პაციენტი-მომხმარებლის კმაყოფილებაზე

·       პოლიტიკა და საკურორტო საქმიანობა

·       მულტიდისციპლინარული კვლევები

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ :

§ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს

§ აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებს

§ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს

§ დოქტორანტურის, მაგისტრატურის და ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს

§ დამოუკიდებელ მკვლევარებს

§ კურორტებისა და საკურორტო ადგილების მენეჯმენტის წარმომადგენლებს

§ ნებისმიერ მოქალაქეს, რომლის მოხსენებაც დააკმაყოფილებს აკადემიურ მოთხოვნებს და შესაბამისობაში იქნება პროგრამით გათვალისწინებულ მიმართულებებთან

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმები:

§   მოხსენების წარდგენა ინდივიდუალურად და ჯგუფურად[თქ1] 

§   მოხსენების წარდგენა  ონლაინ ვიდეო რეჟიმში

§   კონფერენციაში ჩართვა მონაწილის სტატუსით

§   კონფერენციაში ჩართვა სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით

            

         კონფერენციით გათვალისწინებულია:

§ ქართველ და უცხოელ მეცნიერ-მკვლევართა  შრომებისა და კვლევების გაცნობა

§ კონფერენციის კრებულის გამოცემა ISBN კოდით და DOI ინდექსით

§ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურტებელი სერთიფიკატის გაცემა

§ კავკასიის რეგიონის  კურორტების  წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება

§ პარტნიორული ურთიერთობების ფორმირება და კონტაქტების დამყარება

§ კვლევითი პროექტის დაგეგმვისა და ორგანიზების შესაძლებლობის წარმოდგენა

§ კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან შრომების წარდგენისა და  დისკუსიის მოწყობის პლატფორმის ფორმირება

§ კულტურული ღონისძიებები

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი :

1.    დავით გურგენიძე - სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი

2.    ლევან კლიმიაშვილი - სტუ-ის ვიცე-რექტორი

3.    ზურაბ გასიტაშვილი  - სტუ-ის რექტორის მოადგილე

4.    კარლო კოპალიანი  - სტუ-ის კანცლერი

5.    რუსუდან  ქუთათელაძე - სტუ-ის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

6.    გიორგი ქვარცხავა - სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი

7.    ნოე ხოზრევანიძე - სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი

8.    თამარ ქობლიანიძე - სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი

9.    გივი ყუფარაძე - კურორტების განვითარების სააგენტო, გრ. რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი

10. ხათუნა საგანელიძე - კურორტების განვითარების სააგენტო

11. ვახტანგ ჭარაია -  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი

12. მიხეილ ქოჩიაშვილი - მედიცინის დოქტორი, ველნეს კურორტის „ბიოლი“ ექსპერტი და ფიტოთერაპევტი

13. ნინო ნაკაშიძე - ველნეს კურორტის „ბიოლი“ მთავარი ექიმი

14. ზურაბ  ლომსაძე - საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი

15. ნოდარ ჭითანავა - საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერ-მუშაკი

 

კონფერენციის სარედაქციო საბჭო

 

1.     ხათუნა საგანელიძე - პროფესორი, მედიცინის დოქტორი,  კურორტების განვითარების  სააგენტო

2.     რუსუდან ქუთათელაძე - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

3.     ნოე ხოზრევანიძე - პროფესორი, სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელი

4.     ნინო ჩხარტიშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

5.     ლელა კოჭლამაზაშვილი -  პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

6.     თამრიკო სუპატაშვილი -  პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

7.     ეკა ცქიტიშვილი  -   პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

8.     მარინა მეტრეველი -  პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

9.     თამარ ქობლიანიძე - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

10.    მაია გოგოტიშვილი -ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

11.    კობა კობალაძე -  ასოცირებული  პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

12.    შორენა კუპრეიშვილი - ასოცირებული  პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

13.    ელისაბედ  მალანია - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

14.    ოთარ გერზმავა - პროფესორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

15.    მაკა ფირანაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი

16.    ხათუნა ბარბაქაძე - ასოცირებული პროფესორი, „კონსალტინგისა და ახლი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე

17.    მაია მელაძე - ასოცირებული პროფესორი, „კონსალტინგისა და ახლი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი

18.    მაია ვეშაგური - ასოცირებული პროფესორი, „კონსალტინგისა და ახლი პროფესიების რეგიონალური ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრი

19.    მიხეილ ქოჩიაშვილი - მედიცინის დოქტორი, ველნეს კურორტის „ბიოლი“ ექსპერტი და ფიტოთერაპევტი

20.    ანა გიორგი - პროფესორი, მილანის უნივერსიტეტი, იტალია

21.    სტეფანო სალა - ასოცირებული პროფესორი,  მილანის უნივერსიტეტი,  იტალია

22.    როზალინდ ბრაიტსი -  პროფესორი, მაღალი მთებისა და მყინვარების უნივერსიტეტი (UHI), შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი

23.    მარია ჯოაო კარვალჰო - პროფესორი, ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი,  პორტუგალია

24.    რამირეს ბერნარდო - პროფესორი, ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტი, აშშ

25.    დანიელ ვესტი - პროფესორი, ტრნავას უნივერსიტეტი, სლოვაკეთი

26.    დალიპ კუმარ ჩაპრა - ჯანდაცვისა და ველნესის პრომოციის ფონდის პრეზიდენტი, ინდოეთი

ძირითადი ვადები & დედლაინი:

ü აბსტრაქტის გამოგზავნა: 01 ივლისი-18 აგვისტო (დედლაინი: 18 აგვისტო 23:59 სთ)

ü მოხსენების  წარდგენის ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 23:59 სთ

ü კონფერენციაში ჩართვის დადასტურება:  25 სექტემბერი - 30 სექტემბერი

ü სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა 2-10 ოქტომბერი

ü კონფერენციის ჩატარება: 27-28 ოქტომბერი

სარეგისტრაციო მოსაკრებელი: 

·       კონფერენციაში მონაწილეობის მოსაკრებელი შეადგენს 80 ლარს, უცხოელებისათვის 80 ევროს.

·       ერთი მოხსენების ავტორთა მაქსიმალური რაოდენობაა  2  

·       კონფერენციაში სტუმრის/დაინტერესებული პირის სტატუსით მონაწილეობის მოსაკრებელი შეადგენს 50 ლარს, უცხოელებისათვის 50 ევროს;

·       სტუმრის სტატუსით სტუდენტებისათვის დასწრება უფასოა.

ეროვნულ ვალუტაში ჩარიცხვისათვის (GEL):

საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში)

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში

მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი - 7 0897 7509

ბანკის დასახელება - სახელმწიფო ხაზინა

ბანკის კოდი - TRESGE22

დანიშნულება: კონფერენციის საწევრო - გვარი, სახელი, პ/ნომერი

უცხოურ ვალუტაში ჩარიცხვისთვის (EUR)

ანგარიში უცხოურ ვალუტაში (EUR)

Intermediary:

JP MORGAN AG FRANKFURT AM MAIN        

SWIFT CODE: CHASDEFX

 ACC: 6231608461

Beneficiary’s bank:

NATIONAL BANK OF GEORGIA, TBILISI

SWIFT CODE: BNLNGE22

Beneficiary: LEPL GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY (val code: 799780082)

IBAN: GE65NB0331100001150207

განთავსება & ტრანსფერი უცხოელი  სტუმრებისთვის

·       აეროპორტში/სადგურზე დახვედრის ორგანიზება;

·       უცხოელ მონაწილეებისათვის მიწოდებულ იქნება რეკომენდირებული სასტუმროების ჩამონათვალი, რისთვისაც მითითებულ მეილზე / ტელეფონზე უნდა დაუკავშირდნენ საორგანიზაციო კომიტეტს.

კულტურული / შემეცნებითი ტური

კონფერენციის  ფარგლებში იგეგმება გასვლითი ღონისძიება საკურორტო ადგილზე, რომლის ღირებულება არ შედის სარეგისტრაციო მოსაკრებელში. დაინტერესებული პირები უნდა დაუკავშირდნენ საორგანიზაციო კომიტეტს მითითებულ მეილზე consulting.newprofessions@gmail.com 

ან ტელეფონებზე   (+995) 591 307474;   (+995) 551 077157;   (+995) 593930754.

გაფორმების ინსტრუქცია :

სამეცნიერო ნაშრომის სტრუქტურა

·       სათაური;

·       ავტორი/ ავტორები (აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილი და მეილი)

·       აბსტრაქტი

·       საკვანძო სიტყვები (მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა)

·       შესავალი

·       ძირითადი ტექსტი

·       დასკვნა

·       გამოყენებული ლიტერატურა

·       სათაური ინგლისურ ენაზე

·       ავტორი/ავტორები (აკადემიური ხარისხი, სამუშაო ადგილი და მეილი) ინგლისურ ენაზე

·       რეზიუმე ინგლისურ ენაზე (მინიმუმ 200 სიტყვა)

აბსტრაქტის მოცულობა  ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 300 სიტყვა)

აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს:

  • სტატიის მიზანს, საგანსა და ობიექტს
  • ჩატარებული კვლევის მეთოდს ან მეთოდოლოგიას
  • კვლევის შედეგს
  • კვლევის შედეგების გამოყენების არეალს
  • დასკვნას

სამეცნიერო ნაშრომის მოცულობა და გაფორმების წესი

·       A4 ფორმატის 4-6 გვერდი; (თითოეული დამატებითი გვერდისთვის მოსაკრებელი გაიზრდება 10 ლარით /10 ევროთი)

·       შრიფტი: ქართული ენისათვის - Sylfaen, ინგლისური ენისათვის – Times New Roman.

·       მოხსენება და  საილუსტრაციო მასალა (ნახაზები, დიაგრამები, გრაფიკები, ფოტო მასალა) წარმოდგენილი უნდა იქნას - MS Word და PDF ფორმატით.

·       მოხსენების / ნაშრომის ყველა არე - 2 სმ. ინტერვალი -1,5;   შრიფტის ზომა - 12, აბზაცი - 1,25.

საორგანიზაციო კომიტეტი: ტელ.: (+995) 551 077157;    (+995) 591 307474;     (+995) 593930754;

აბსტრაქტი და მოხსენების ტექსტი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულ ფორმატში. ელექტრონული ვერსია უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ ფოსტაზე: consulting.newprofessions@gmail.com

 

 





სიახლეებში დაბრუნება