სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა სტუდენტებისა და ფერმერებისთვის სახელმძღვანელო - ,,საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით”, გამოსცა

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა სტუდენტებისა და ფერმერებისთვის სახელმძღვანელო - ,,საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით”, გამოსცა

03-07-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ოლღა ხარაიშვილის, ნინო მებონიას და ლალი ახვლედიანის ავტორობით სტუდენტებისა და ფერმერებისთვის მონოგრაფია ,,საქართველოს სარწყავი რეგიონების ირიგაციული მაჩვენებლების და რწყვის საჭიროების დადგენა მუნიციპალიტეტების მიხედვით”  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების (#SP-22-1313) ფარგლებში გამოსცეს.

მონოგრაფიაში შემოთავაზებულია საქართველოს ეკონომიკის წამყვანი დარგის - სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისა და მართვის ხელშემწყობი რეკომენდაციები და საადაპტაციო ღონისძიებების შემუშავება გლობალური დათბობის პირობებში, რათა განხორციელდეს მიწის დეგრადაციის, გაუდაბნოების შემცირება, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა რწყვის რეჟიმის სწორი რეგულირებით. ასევე ნაშრომში ასახეს აღმოსავლეთ საქართველოსა და ქვემო ქართლის სარწყავი ზონის ნიადაგების ირიგაციული მაჩვენებლების კვლევის შედეგები.

მონოგრაფია გახდა საფუძველი მაგისტრ ანა ომიაძეს კვლევები ჩაეტარებია მცხეთის მუნიციპალიტეტის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში  (ხელმძღვანელები: ოლღა ხარაიშვილი, მთვარისა თანანაშვილი).

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, აგროინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის, აკადემიური დოქტორის ოლღა ხარაიშვილის აღნიშვნით კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან აღებული ნიადაგის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფაკულტეტის სასოფლო-სამეურნეო მელიორაციისა  და ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ლაბორატორიებში განხორციელდა.

“ლაბორატორიებში განსაზღვრულ იქნა მაქსიმალურ მოლეკულური და ჰიდროსკოპიული ტენი, ზღვრული წყალტევადობა, ნიადაგის მოცულობითი მასა, ნიადაგის სიმკვრივე, ნიადაგის წყალგამტარობა, ასევე, ნიადაგის ფილტრაციის კოეფიციენტი. შედეგები შევიტანეთ მონოგრაფიაში, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე, ფერმერებისთვის და ყველა სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირთათვის.

სტუდენტებს მოაქვთ თავიანთი სოფლის ნიადაგები, ატარებენ კვლევას, ადგენენ ნიადაგის წყლოვან ფიზიკური თვისებებს, საზღვრავენ სასოფლო-სამეურნეო კულტურების ევაპოტრანსპირაციას (წყალმოთხოვნილებას) გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UN FAO) მიერ საყოველთად აღიარებული FA056 მეთოდით” - აცხადებს ოლღა ხარაიშვილი.

სიახლეებში დაბრუნება