საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება

29-06-2023



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გრძელდება ღონისძიებათა ციკლი, რომელიც 2022-2023 აკადემიური წლის კურსდამთავრებულთა გაცილებას ეძღვნება.

30 ივნისს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მიდებარე ღია სივრცეში, სტუ-ის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება.

სტუ-ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობას 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია მიიღებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დასაქმების ფორუმზე იწვევს ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც წელს სტუ-ის კურსდამთავრებული ხდება, ასევე, ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

სიახლეებში დაბრუნება