სტუ-სა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

სტუ-სა და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი

26-06-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ჩინური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუო ჰიუბომ მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, ჩინეთის კვლევების საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-აკადემიური წრეები და სტუდენტები; ასევე, ჩინეთის სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის დელეგაცია:მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ვუ იადონგი, ხელოვნების კოლეჯის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჰუანგ ლეი, ბიოინჟინერინგის კოლეჯის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მა იუ, საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის უფროსის მოადგილე, პროფესორი ფუ ქვინგშენი. 

სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და ჩინური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ლუო ჰიუბომ სამომავლო სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის ასპექტები დააზუსტეს და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობა-გაღრმავების მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტი იზრუნებენ,შეიმუშაონ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები და სალექციო კურსები,განახორციელონ სამეცნიერო კვლევები, ხელი შეუწყონ პროფესორ-მასწავლებლებისა დასტუდენტების მობილობის პროცესს. მხარეები,ასევე, იმუშავებენ გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი კულტურული აქტივობების დაგეგმვისმიმართულებით.


„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტს თანამშრომლობის მყარისაფუძველი აქვთ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩვენი კოლაბორაცია ორივე უნივერსიტეტისთვისდადებით შედეგს გამოიღებს და ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მრავალმხრივს გახდის“, - განაცხადა სტუ-ის კანცლერმა კარლო კოპალიანმა.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტის დელეგაციამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია დაათვალიერა,სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ასევე, ნიკო მუსხელიშვილის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მდიდარ წიგნთსაცავს, რარიტეტულ გამოცემებსა და ისტორიულ საარქივო მასალებს გაეცნო.

სიახლეებში დაბრუნება