„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ -ის დახურვის საზეიმო ცერემონია 26 ივნისს, რიყის პარკში გაიმართება

„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ -ის დახურვის საზეიმო ცერემონია 26 ივნისს, რიყის პარკში გაიმართება

22-06-2023

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაცია საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველაზე მრავალფეროვანი, შემეცნებითი და მასობრივი სტუდენტური ღონისძიების - „საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ -ის დახურვის გრანდიოზულ ცერემონიაზე იწვევს.  

„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ -ის დახურვის საზეიმო ღონისძიება 2023 წლის 26 ივნისს, 16:30 საათზე, რიყის პარკში გაიმართება.

 

უგულშემატკივრე შენი უნივერსიტეტის სპორტულ გუნდებს, შემოქმედებით კოლექტივებს  და მათთან ერთად გაიზიარე წარმატება!

სტუდენტური ფესტივალის დახურვის ცერემონიას დაესწრებიან და ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები.

თითოეულ მიმართლებაში გამარჯვებული უნივერსიტეტები შესაბამისი ხარისხის თასებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

ფესტივალის გამარჯვებული უნივერსიტეტი ქულების საერთო რაოდენობით გამოვლინდება და მას  გარდამავალი თასი გადაეცემა.

ღონისძიება ბენდის - ,,რეზო და ბავშვები’’ კონცერტით დასრულდება.

„საქართველოს სტუდენტური ფესტივალი 2023“ „საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის“ ორგანიზებით, თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისში, 25 მაისიდან 20 ივნისამდე ჩატარდა

 

სიახლეებში დაბრუნება