DAAD გაცვლითი პროგრამა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - 2024-2025 აკადემიური წლის I სემესტრი (მესამე განმეორებით კონკურსი სტუდენტებისთვის)

ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Heilbronn University of Applied Sciences) (ჰეილბრონი, გერმანია) DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” პროექტის ("Ostpartnerschaften“) ფარგლებში განმეორებით, მესამედ აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 2024/25 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისათვის (5 თვით).

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის 1 სტუდენტის 5-თვინი მობილობა ჰეილბრონის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, შემდეგ მიმართულებებზე: ელექტრონიკა, მანქანათმშენებლობა, ტელეკომუნიკაცია, ინფორმატიკა, ბიზნესი - ინგლისურ ენაზე, ან სხვა ნებისმიერი მიმართულება, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს გერმანულ ენაზე, შესაბამისად.

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.06.2024.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2024 წლის 10 ივნისს.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2024 წლის 12 ივნისამდე.
სტუ-ს მიერ ნომინირებულმა სტუდენტებმა მიმღები უნივერსიტეტის მხრიდან მოთხოვნილი სააპლიკაციო განაცხადი უნდა წარადგინონ კოორდინატორთან 2024 წლის 20 ივნისამდე.

სემესტრში დაახლოებით 4700 ევროს ოდენობით (თვეში დაახლ. 900 ევრო) სტიპენდია ფარავს ცხოვრების ხარჯებს და არ ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯებს. სტუდენტური საცხოვრების ღირებულება სემესტრში დაახლოებით 2100 ევროს შეადგენს (ჩვეულებრივ, სტუდენტური საცხოვრებელი ყველაზე იაფი შეთავაზებაა სტუდენტებისთვის).

საინჟინრო ფაკულტეტზე სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

ზოგადად, სასწავლო კურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.
06/05/2024

სიახლეებში დაბრუნება