სტუ

ლაბორატორია ფუნქციონირებს 2011 წლის ივლისიდან (სტუ-ს რექტორის ბრძანება №647/03, 18.07.2011). ლაბორატორია თავის საქმინობას ანხოციელებს სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის, 10 ივნისის № 466 დადგენილებით და წარმომადგენლობითი საბჭოს 2011 წლის 22 ივლისის №5 გადაწყვეტილებით დამტკიცებული დებულების საფუძველზე.

ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი დანადგარებით და მოწყობილობებით.

ლაბორატორიის საშტატო შემადგენლობა დაკოპლექტებულია მაღალ კვალიფიციური სამეცნიერო პერსონალით და ახალგაზრდა პერსპექტიული სპეციალისტებით – სამშენებლო ფაკულტეტის კურსდამთავრებულებით.

ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პრაქტიკულად სრულყოფილად იძლევა საშუალებას მაღალი დონეზე იქნას შესრულებული სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო მშენებლობის, საინჟინრო მექანიკის და მშენებლობის ტექნიკური ექსპერტიზის, მშენებლობის ტექნოლოგიების და საშენი მასალების და საგზაო მშნებლობის დეპარტამენტების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ლაბორატორიული სამუშაოები. ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების პროცესი უზრუნველყფილია შესაბამისი მეთოდური მითითებებით.

ლაბორატორიაში მოწყობილია ასევე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი სპეციალური აუდიტორია, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიური პროცესების და ლაბორატორიული სამუშაოების ტელევერსიების დემონსტრირება.

ლაბორატორიაში არსებული უნიკალური აპარატურა საშუალებას გვაძლევს განხორციელდეს მაღალტექნოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო სამუშაოები, რომელთა შესრულება ადრე შესაძლებელი იყო მხოლოდ უცხოელი სპეციალისტების მოწვევით და უცხო ქვეყნის ლაბორატორიული ბაზის გამოყენებით.

ლაბორატორია აკრედიტებულია „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ “ISO”   ისო/იეკ  17025:2010-ის საერთშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

ლაბორატორიის ბაზა აქტიურად გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესრულების პროცესში. განვლილ პერიოდში ლაბორატორიული აპარატურის გამოყენებით შესრულებულია ათზე მეტი სადოქტორო დისერტაციის ექსპერიმენტალური ნაწილი, გამოქვეყნებულია 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია სხვადასხვა ჟურნალებში, მათ შორის საერთშორისო კონფერენციების მასალებში.

ამავე დროს ლაბორატორიული ბაზის გამოყენებით შესრულებულია რიგი საექსპერტო სამუშაოები საქართველოში მშენებარე სამრეწველო, სამოქალაქო და სატრანსპორტო კომუნკაციების ობიექტებზე: ქ. თბილისში მშენებარე ობიექტებზე, „თბილისი რეზიდის“ კომპლექსი, ბ.მ.ა. „დიდგორი-2006“, სს „პარკ-თაუნი“,  „მეტრა პარკი“, შპს „მ2“ შპს „თამარაშვილის 13“ -იპოდრომის ტერიტორია, ჭავჭავაძის 64-ში მდებარე მშენებარე  სასტუმრო „ჰილტონი“, შპს „აქსისი“,  „საირმე პალასი“,  შპს „აკად. გ. ჩაფიძის კლინიკა“,  „unix construction and development  group”.,  შპს „ასტორია“ – ქ. თბილისში ჩიტაძის ქ. მდებარე ისტორიული შენობის მზიდი კონსტრუქციების, საძირკვლის გამოკვლევა, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი „ივერიისა“ – მახათას მთის საეკლესიო – სამონასტრო კომპლექსის არმატურის, ბეტონის, რკინაბეტონის კონსტრუქციის კონტროლი, სარდაფის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  დაკვეთით  ასფალტობეტონის საფარის აზომვა და ფართობის დადგენა, საქართველოს პროკურატურის დაკვეთით შესრულებული სამუშაოების შესრულება.

ქ. ბათუმი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, შავი ზღვის ჰილტონის საცხოვრებელი და სასტუმრო კომპლექსის კონსტრუქციების გამოკვლევა, ქ. წყალტუბოში სასტუმრო „მეშახტე“, წყალტუბოს ცენტრალური პარკის და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია.

ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ქ. ქუთაისში – მრავალპროფილიანი საავადმყოფოს კომპლექსის გამოკვლევა, დ. გუდაურში – სასტუმრო „გუდაური“, ქ. ბორჯომში – სავაჭრო საოფისე ცენტრის კონსტრუქციების გამოკვლევა, შპს „გზა“ – ქ. ბათუმის  საქალაქთაშორისო ავტოსადგურის საძირკვლის მოწყობის ექსპერტიზა, შპს „ვაკო“ – ქ. ქუთაისი, ელექტროგადამცემი დგარების არმირების გამოკვლევა, შპს „ვერტიკალი“ – საბაჟო გამშვები პუნქტის სავალი ნაწილის ბეტონის სიმტკიცის დადგენა,  შპს „მშენებელი 80“ – ქ. გორის, სალთვისის მიმყვანი არხის ბეტონის სიმტკიცის კონტროლი, შპს  „ახალი გზა“ – ნორიოს  ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის ბეტონის საფარის შეფასება;

საავიაციო უნივერსიტეტის – ქ. თელავის აეროპორტის ასფრენ-დასაფრენი ბილიკის გამოკვლევა, შპს „კაპიტელი“ – ქ.ქუთაისისსაერთაშორისოაეროპორტის, არსებულიმეტეოდაკვირვებისშენობისქვეშარსებულიბუნკერისმზიდუნარიანობისგამოკვლევა;

ჰიდროტექნიკური ნაგებობების გამოკვლევა: „ხრამჰესი-1“, „რიცეულა ჰესი“,  „ენგურჰესი“, შპს „alter energy” – ჰოდროელექტროსადგურის სამუშაოების  საავტორო ზედამხედველობა – „მტკვარი ჰესი“;

შესრულებულია სამუშაოები ასევე უცხოურ ქვეყნებში დარეგისტრირებული კომპანიების დაკვეთით. მათ შორის აღსანიშანვია  შპს „Mott Macdonald“ („მოთ მაგდონალდი“ რესპუბლიკური საავადმყოფო), შპს „Proshyan Brandy Factory“ (ერევნის კონიაკის ქარხანა), შპს „Nord East Progeti S.r.l.“ – თბილისი-რუსთავი კმ 4+000 კმ 10+755 მონაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობის გამოკვლევა, სს „Hualingis“ დაკვეთით, ყოფილი ეკონომიკის სამინისტროს გამოკვლევა.