სტუ
26/01/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიისა და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის PROM 2026 პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო.

სტუდენტს ეძლევა უნიკალურ შესაძლებლობა მიიღოს საერთაშორისო გამოცდილება პოლონეთის ერთ-ერთ წამყვან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და განახორციელოს მოკლევადიანი აკადემიური მობილობა.  

პროგრამა ხორციელდება პარტნიორ ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Rzeszów University of Technology) და მიზნად ისახავს აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებასა და სტუდენტების კომპეტენციების განვითარებას. 

პროგრამა ხელს უწყობს:

  • სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ორმხრივ მობილობას;
  • საერთაშორისო კვლევით პროექტებში მონაწილეობას;
  • გამოცდილების გაზიარებასა და გრძელვადიანი აკადემიური პარტნიორობების ჩამოყალიბებას;
  • საერთაშორისო პუბლიკაციების და კვლევების რაოდენობის ზრდას.

სტუდენტებისთვის პროგრამა იძლევა შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ:

  • სამეცნიერო სტაჟირებებში;
  • სასწავლო ვიზიტებში;
  • საზაფხულო სკოლებში;
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში საკუთარი კვლევითი შედეგების წარდგენით.

კვოტები და ფაკულტეტები:

მობილობა განკუთვნილია ბაკალავრიატის (მინიმუმ 1 კურსი უნდა იყოს დასრულებული), მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის:

ფაკულტეტი: სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერია.

ადგილების რაოდენობა: 3

პროგრამები: მექანიკის ინჟინერია; ავიაციის ინჟინერია.

სამშენებლო ფაკულტეტი.

ადგილების რაოდენობა: 2

პროგრამები: სამშენებლო მიმართულება.

მობილობის პერიოდი: 2026 წლის 10-16 მაისი (ხანგრძლივობა: 7 დღე).

საჭირო დოკუმენტაცია (ინგლისურ ენაზე):

1. შევსებული აპლიკაცია (შესაბამისი დანართი: Annex No. 4 Students; Annex No. 5 Doctoral  students; Annex No. 6 Research workers)

2. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (სწავლების წლისა და ენის მითითებით);

3. EUROPASS CV;

4. სამოტივაციო წერილი (დასაბუთებული მიზნებითა და მოლოდინებით);

5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან აპლიკანტი აბარებს ტესტს საგამოცდო ცენტრში (მინიმუმ B2 დონე);

6. ნიშნების ფურცელი (GPA-ს მითითებით);

7. დამატებითი სერტიფიკატები (კონფერენციები, სპორტული ან სტუდენტური აქტივობები).

ვადები და რეგისტრაცია:

  • საბუთების მიღება: 2026 წლის 26 იანვარი - 2 თებერვალი.
  • გაგზავნის მისამართი: ელექტრონულად მეილზე  info-tsme@gtu.ge.

შერჩევის პრიორიტეტები:

თანაბარი მონაცემების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ:

  • სოციალურად დაუცველ, სპეციალური საჭიროებების მქონე ან იძულებით გადაადგილებულ პირებს;
  • აპლიკანტებს, რომლებსაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა ევროკავშირის მობილობის პროგრამებში.

შერჩევის შედეგები

  • შერჩეულ მონაწილებს შედეგები ეცნობებათ ინდივიდუალურად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ნადია ცხოვრებაშვილი, ტელ.: 595 33 66 43.

გისურვებთ წარმატებას!