სტუ

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს პროფესორი ნუგზარ რურუა

საგზაო დეპარტამენტი წარმოადგენს სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზა­ციულ ერთეულს, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის/პროგ­რამების ფარ­გლებში უზრუნველ­ყოფს სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანო­ბას.

საგზაო დეპარტამენტის ძირითადი მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატ­ყვისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომით ბაზარზე კონკურენ­ტუ­ნა­რიანი სატრანსპორტო მშენებლობის (ინჟინე­რიის) სპეციალისტების მომზადება.

საგზაო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია 

პრაქტიკული ხასიათის საქმია­ნობაზე ორიენტირებული აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირების – ბაკა­ლავრებისა და პროფესიული განათლების მქონე პირების – სპეციალისტების მომზა­დება; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაზე ორიენტი­რებული აკადემიური უმა­ღლესი განათლების მქონე პირების – მაგისტრებისა და დოქტორების მომზადება.

საგზაო დეპარტამენტი უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამებით დეპარტამენ­ტისათვის განსაზღვრულ საგნებში სილაბუსისა და განრიგის შესაბამისად მეცადინეობების ჩატარებას; ქმნის ან/და მონაწილეობს ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში და არსებული პროგრამების მოდიფი­ცირებაში; ახორციელებს სასწავლო პროცესის მეთოდურ უზრუნველყოფას (სახელ­მძღვანელოების და სხვა სას­წავლო-მეთოდური მასალის მომზადება), ახალი საგანმანათლებლო პროგრამების და­ნერ­გვას; უზრუნველყოფს სწავლების არსებული მეთოდების ეფექტურად გამოყენების გზით სწავლის ხარისხის ამაღლებას, სწავლების ახალი მეთოდებისა და ტექნოლოგი­ების დანერგვას, სასწავლო პროცესის სრულყოფას; ორგანიზაციას უწევს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; ახორციელებს მაგისტრანტების და დოქტორანტების თემებით და ხელმძღვანელებით უზრუნველყოფას; ხელს უწყობს სასწავლო-პედაგო­გიური კადრების მომზადე­ბასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

საგზაო დეპარტამენტის პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აეროდ­რომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრასტრუქტურა) შესაბამისად ამყარებს შემოქ­მედებით კავშირებს და თანამშრომლობს სხვა უმაღლესი სასწავლებლების სასწავ­ლო-სამეცნიერო სტრუქტურულ ერთე­ულებთან და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზა­ციებთან.

სამშენებლო ფაკულტეტის შესა­ბამისი დამხმარე სასწავლო-სამეცნიერო ერთეულის – ლაბორატო­რიის ბაზაზე ახორ­ციელებს და კოორდინაციას უწევს სამეცნიერო კვლევებს, ატარებს სამეცნიერო-მეთო­დურ სემინარებს, იძლევა ექსპერტულ დასკვნებს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებზე და პროექტებზე; ახორციელებს სატრანსპორტო მშენებ­ლობის დარგის სპეციალისტთა პროფესიულ სრულყოფას და გადამზადებას, სასწავლო პროცესთან სამეცნიერო საქმიანობის მჭიდრო კავშირის უზრუნველ­ყოფისათვის სამეცნიერო-კვლევით სამუ­შაოებში დეპარტამენტის თანამშრომელთა და სტუდენტების ჩაბმას. ახორციელებს სამაგ­ისტრო საკვალიფიკაციო და სადოქტორო სადისერ­ტაციო ნაშრომების რეცენ­ზირებას; საინჟინრო პროფილის (რკინიგზა, საავტომობილო გზა და აერო­დრომები, ხიდები და გვირაბები, საგზაო ინფრა­სტრუქტურა) შესაბამისად თანამ­შრომლობს საწარმოებთან და ორგანიზაციებთან და ხელს უწყობს კურსდამთავ­რებულთა შრომით დასაქ­მებას; აქტიურად მონაწილეობს სატრანსპორტო ინფრა­სტრუქტურის რთული ობიექტების დაპრო­ექ­ტების, მშენებლობის და ექს­პლუატაციის პროცესში, სტუდენტებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვი­თარებისა და პროფესორ-მასწავლებლების საინჟინრო პრაქტიკასთან მუდმივი კავშირ­ის უზრუნ­ველსაყოფად.

საგზაოდეპარტამენტისსაქმიანობისძირითადიმიმართულებებია


სატრან­ს­პორ­ტო მშენებლობის დარგში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო აკადემიური, პროფესიული განათლების პროგრამების განხორციელება; სამეცნი­ერო-კვლევითი სამუშაოების წარმართვა; საექსპერტო და საკონსულტაციო საქმ­იანობა.