25–27 ივნისს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მექანიკოსთა კავშირის XVII ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და მათემატიკოსის, ნიკო მუსხელიშვილის, დაბადებიდან 135 წლის იუბილეს.
კონფერენციაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დელეგაცია მონაწილეობდა შემდეგი შემადგენლობით: პროფესორები გელა ყიფიანი; მაია ჭანტურია; ელინა ქრისტესიაშვილი; ასოცირებული პროფესორი ანა ტაბატაძე; ასისტენტ-პროფესორი ალექსანდრა მამარდაშვილი; აკადემიური დოქტორი ვახტანგ არჩავაძე; დოქტორანტები ირინე ყაჭიური და გრიგოლ ამაღლობელი.
დელეგაციის წევრებმა კონფერენციის თემატურ სექციებში სამეცნიერო მოხსენებები წარადგინეს, რომლებშიც წარმოდგენილი იყო მექანიკისა და სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით განხორციელებული კვლევების შედეგები და განხილული იყო დარგისთვის აქტუალური სამეცნიერო საკითხები.
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წარმოადგენს მექანიკის დარგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმს, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო ცოდნის გაცვლას, ინოვაციური კვლევების წარმოჩენას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდა მკვლევართა პროფესიულ განვითარებას.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფაკულტეტის მნიშვნელოვან როლს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაში.