საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო” შეიქმნა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება “ანალიზხელსაწყო”-ს ბაზაზე და მდებარეობს ქ. თბილისში. გაერთიანება წლების მანძილზე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის ხელსაწყოთმშენებლობის სამინისტროსა და საკავშირო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების დაქვემდებარების სათაო ორგანიზაცია, ხოლო 2014 წლიდან იმყოფება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემადგენლობაში და წარმოადგენს მის სტრუქტურულ ერთეულს.

გაერთიანებაში დამუშავებული და წარმოებაში დანერგილი ხელსაწყოები და ავტომატიზირებული სისტემები, რომლებიც ყველა სრულდებოდა და დღესაც სრულდება საპატენტო დონეზე, გამოიყენებოდა სახალხო მეურნეობის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, გემთმშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, კოსმონავტიკა, ვარგისიანობის ეკოლოგიური კონტროლის ცენტრები, მელიორაციის და წყლის ხარისხის განმსაზღვრელი ლაბორატორიები, კვების პროდუქტების ხარისხის საკონტროლო ლაბორატორიები, სამხედრო წარმოება, მედიცინა და სხვა დარგებში.

„ანალიზხელსაწყო“-ს მიერ დამუშავებული ავტომატიზირებული სისტემები და ხელსაწყოები დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, აშშ, პოლონეთი, უნგრეთი, ჩინეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები და ა.შ.

ყოველივე ეს ასახულია საერთაშორისო ასპარეზზე „ანალიზხელსაწყო“-ს მიერ მოპოვებულ ჯილდოებსა და მედლებში:

  • 1998 წელს საერთაშორისო ბრილიანტის ვარსკვლავი;
  • 2003 წლის მაისში საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავი მექსიკაში; - 2005 წლის ივნისში ნიუ-იორკში საერთაშორისო ოქროს ვარსკვლავი;
  • 2011 წელს საერთაშორისო ოქროს მედალი სტამბოლში.

ყველასათვის კარგად ცნობილი მოვლენების მიუხედავად „ანალიზხელსაწყო“-მ შეძლო შეენარჩუნებინა ტექნიკური დანადგარებისა და მოწყობილობების პარკი და პერსონალი, რომელიც დღეს აერთიანებს 4 ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, 1 დოქტორანტს და მრავალ სხვა მაღალკვალიფიციურ საინჟინრო და ტექნიკურ პერსონალს, რომელთაც შესწევთ უნარი დაამუშაონ, დაამზადონ და სერიულად აწარმოონ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ანალიზური ავტომატური ხელსაწყოები და სისტემები, მექანიკური მოწყობილობები და ნაკეთობები, ფართო მოხმარების სხვადასხვა საგნები, სადაც გამოყენებულია ორიგინალური ტექნიკური გადაწყვეტილებები.

ამჟამად, სსსც „ანალიზხელსაწყო“ სტუ-თან ერთად ქმნის „მეცნიერება - წარმოება“ დასრულებულ ციკლს, რომელიც თავის თავში მოიცავს თემატიკის მეცნიერულ დამუშავებას, ხელსაწყოს საცდელი ნიმუშის დამზადებას, მის ლაბორატორიულ და საწარმოო გამოცდებს, ხელსაწყოს წარმოებაში გაშვებას და სახალხო მეურნეობის შესაბამის დარგში მის დანერგვას, მომსახურე პერსონალის მომზადების და სერვის მომსახურების ჩათვლით. ამ ციკლის თვალსაჩინო მაგალითებია სტუ- სა და სსსც „ანალიზხელსაწყო“-ს ერთობლივად დამუშავებულ ხელსაწყოთა ის არასრული ჩამონათვალი რომელიც ქვემოთაა მოყვანილი (აღსანიშნავია რომ ჩვენს მიერ დამუშავებული ხელსაწყოები ყველა არის სიახლის შემცველი, რაც დაცულია მათზე გაცემული პატენტებით) :

"ანალიზხელსაწყო" - ინსტიტუტები და ქარხნები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (C) 2018. ყველა უფლება დაცულია.