საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო სასწავლო და საწარმოო ცენტრი (ს ს ს ც) ”ანალიზხელსაწყო”

აგრეთვე მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა ტიპის სასწავლო და სამეცნიეროკვლევით ლაბორატორიებში.

pH- ის გამზომი ლაბორატორიული ხელსაწყო

ხელსაწყო განკუთვნილია სხვადასხვა სითხეებში წყალბადის იონების აქტივობისა (მჟავიანობა და ტუტიანობა) და ჟანგვა-აღდგენის პოტენციალის ავტომატური განსაზღვრისთვის. ხელსაწყო გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, სადაც წყალბადის იონების აქტივობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ხელსაწყო აგრეთვე წარმატებით შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიებში.

კონდუქტომეტრი КЭЛ-1М2

ხელსაწყო განკუთვნილია სხვადასხვა სითხეების ხვედრითი ელექტრული გამტარებლობის განსაზღვრისათვის. ხელსაწყო გამოიყენება სახალხო მეურნეობის მრავალ სფეროში, სადაც სხვადასხვა ხსნარების (მათ შორის აგრესიულიც), კუთრი ელ. გამტარებლობის განსაზღვრა აუცილებლობას წარმოადგენს. ხელსაწყოს სასწავლო მიზნით გამოყენების შემთხვევაში იგი საშუალებას იძლევა მის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სტუდენტებისათვის მრავალი ლაბორატორიული სამუშაო.

კოაგულანტის კონცენტრაციის განმსაზღვრელი ხელსაწყო

ხელსაწყოს დანიშნულებაა განსაზღვროს წყალში გახსნილი კოაგულანტის კონცენტრაცია. იგი გამოიყენება როგორც სასმელი წყლის წარმოების, ასევე სხვა დანიშნულების წყლის გასუფთავების ტექნოლოგიურ პროცესებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (C) 2018. ყველა უფლება დაცულია.