,,დროსგასწრებული გენიოსი“, ,,დიდი ნიკო“ - ასე იცნობს ნიკო
ნიკოლაძეს შთამომავლობა… ის იყო ემილ ზოლას, ვიქტორ ჰიუგოს,
კარლ მარქსის, გიუსტავ ეიფელის და სხვა არაერთი ეპოქალური
ადამინის უახლოესი მეგობარი. ბუნებით ინოვატორი, ყველანაირი
სიახლის საკუთარი ქვეყნისთვის გარდაქმნისა და მორგების ნიჭის
მქონე რამდენი ადამიანი გახსენდებათ?
ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული
საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ქალაქ
ფოთის თავი, თბილისის და ქუთისის საკრებულოების წევრი,
პოლიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, ინჟინერი, დიპლომატი… - ეს
მისი რეგალიების მცირე ჩამონათვალია.
რთულია დაწერო, ფურცლებში ჩაატიო ის ფასდაუდებელი, უდიდესი
საქმეები, რომელიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. თუმცა,
ჩვენ ვეცდებით ამ უდიდესი ადამიანის მოღვაწეობის ყველა ასპექტს
შევეხოთ. ქუთაისში, სწავლის დასრულების შემდეგ, ნიკო ჯერ
პეტერბურგში, შემდეგ საფრანგეთში, სორბონაში, რამდენიმე ხანში
კი, ციურიხში გადადის სასწავლებლად. შეკითხვაზე, თუ რატომ
იცვლიდა ასე ხშირად ნიკო სასწავლებლებს? ის პასუხობდა -
,,სწავლის დონე არ მაკმაყოფილებსო.“