სტუ
14/12/2023

13 დეკემბერს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის საბაკალავრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, პროფესორ- მასწავლებლებთან ერთად "თეგეტა" ჰოლდინგის ცენტრალურ სერვის ცენტრს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს, სტუდენტებისათვის "თეგეტა" ჰოლდინგის  საწარმოო ბაზის და პრაქტიკული საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. ჰოლდინგის წარმომადგენლებმა, სტუდენტებს როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი ავტომობილების სერვის ობიექტები; მიმღები განყოფილება; მანქანების განლაგების ტერიტორია; სასაწყობო ბაზა; სარემონტო ბაზა; სამღებრო საამქრო; პლასტმასების აღდგენის საამქრო და სხვა საწარმოო ობიექტები დაათვალიერებინეს.

ფაკულტეტისა და "თეგეტა" ჰოლდინგის განახლებული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი გაცნობითი ტურის უმთავრესი მიზანი იყო, ახალგაზრდებს ავტო ინდუსტრიის სფეროში, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის საწარმოო პროცესი   უშუალოდ ენახათ და გასცნობოდნენ საქმიან გარემოს.

ტური გამორჩეული იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ სტუდენტებს შეუძლიათ კომპანიაში სტაჟირება გაიარონ, დასაქმდნენ სხვა და სხვა მიმართულებით. აღნიშნული ინიციატივა "თეგეტას" ფილიალებსა და შვილობილ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას, პროფესიულ კურსებს და დასაქმების შესაძლებლობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია რომ "თეგეტა" ჰოლდინგის მიერ შემოთავაზებული ვაკანსიები მრავალპროფილურია, შესაბამისად ვაკანსიებით სარგებლობა შეუძლიათ არა მხოლოდ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებსა თუ კურსდამთავრებულებს, არამედ ავტოინდუსტრიით დაინტერესებულ და მოტივირებულ სხვა ახალგაზრდებსაც.

შეგახსენებთ რომ "თეგეტა" ჰოლდინგთან, როგორც ფაკულტეტის დარგობრივი პროფილის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს კომპანიასთან, დაწყებულია თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომლის ფარგლებში იგეგმება სხვა არა ერთი აქტივობა და ღონისძიება, რაც ფაკულტეტს დამატებით შესაძლებლობას მისცემს, ბიზნესის ჩართულობით სწავლების პროცესი გაძლიერდეს, რათა ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები მომავალში დარგის პროფილითა და კვალიფიკაციების მიხედვით დასაქმდნენ.


სიახლეებში დაბრუნება