სტუ
06/04/2016

2016 წლის 6 აპრილს ენერგტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა  ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის.




ფონდის წარმომადგენლმა თამარ ანთიძემ წარმოადგინა კვლევის შედეგები „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“


საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მარგალიტა არაბიძემ და ნატა ჯამბურიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს  სახელმწიფოს ხედვა და გეგმები განახლებად ენერგიებთან და ენერგოეფექტურობასთან  დაკავშირებით.


ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა თორნიკე თოხშუამ წარმოადგინა პრეზენტაცია სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტის შესახებ.

გაიმართა დისკუსია. პასუხი გაეცა მრავალრიცხოვან საინტერესო შეკითხვას. 



სიახლეებში დაბრუნება