სტუ
03/12/2015

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები პროფესიული ექსკურსიით იმყოფებოდნენ გარდაბნის თბოელექტროსადგურზე. ექსკურსიის ფარგლებში მოხდა, როგორც ძველი „მტკავარი-ენერეგტიკა“ , რომლის სიმძლავრე 300 მგვტ-ია, ასვე ახალი, 2015 წელს გახსნილი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურების დათვალიერება. სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად და ადგილზე წინასწარ მობილიზებული სპეციალისტების დახმარებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, როგორც სადგურის მუშაობის პრონციპებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგის რაოდენობაზე, სათბობის ხარჯებზე, ასევე მათთვის სხვა საინტერესო კითხვებზე. სტუდენტებს საშუალება მიეცათ ენახათ თუ როგორ ხდება სადგურის მართვა მართვის პულტიდან. თბური ენერგიის ელექტრულენერგიად გარდაქმნის პროცესის ვიდეო მასალა, განსხვავებაა სათბობის ხარჯებში ახალი და ძველი თბოსადგურის მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე. პროფესიულ ექსკურსიაზე მონაწილეებმა თავიანთ თეორიულ ცოდნას დაურთეს პრაქტიკული მეცადინეობაც, რომელიც მათთვის ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციულობის თვალსაზრისით დიდი შედეგის მომტანი გახდება სამომავლო პროფესიის არჩევაში.


სიახლეებში დაბრუნება