სტუ
20/11/2015

საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  ენერგეტიკისა  და  ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის საბჭო,  „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის  ორგანოების  (მმართველი  სუბიექტების)  არჩევნების  ჩატარების  შესახებ დებულების“ 27-ე და 28-ე მუხლების შესაბამისად, აცხადებს ღია კონკურს ფაკულტეტის ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის  თანამდებობის დასაკავებლად.
1. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:
ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებისათვის კანდიდატთა  რეგისტრაცია  დაიწყება  მიმდინარე  წლის  27 ნოემბერს და დასრულდება 3 დეკემბერს.
ბ. საბუთები მიიღება მე-VIII კორპუსი. ოთახი # 410 (11-16 სთ); 
გ.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნები ჩატარდება 2015 წლის 10 დეკემბერს.
2. საკონკურსო პირობები:
ა.  ფაკულტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  ხელმძღვანელის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ფაკულტეტის საბჭოს წევრ  პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს;
3. კონკურსში  მონაწილეობის მსურველებმა პირადად უნდა წარმოადგინონ:
ა. ცნობა დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
ბ.პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტის  (პირადობის  მოწმობის /პასპორტის) ასლი;
გ. სამოქმედო პროგრამა.


სიახლეებში დაბრუნება