სტუ
04/06/2015

,,ახალგაზრდების ჩართულობა ელექტროენრგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში”

29 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ,,ახალგაზრდების ჩართულობა ელექტროენრგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში”. კონფერენცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მმართველობა განვითარებისათვის”, საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის  და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და "მმართველობა განვითარებისთვის" პროექტის წარმომადგენლები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე რექტორი და რექტორის მოადგილე,  ადმინისტრაციის წარმომადგნელები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
კონფერენცია გამიზნული იყო ენერგეტიკული სექტორისა დ აახალგაზრდა ინჟინრებისთვის და ითვალისწინებდა ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, ასევე, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
 კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ფაკულტეტის  დოქტორანტები; თენგიზ კერესელიძე; დავით დგებუაზე; მაია გაბრაშვილი; თეონა შუკაკიძე; ხათუნა სიჭინავა; ინგა ფხალაძე; ზაზა მარდალეიშვილი.


სიახლეებში დაბრუნება