სტუ
04/06/2015

„ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“
ახალგაზრდული ღონისძიება თბილისში


2014-2015 სასწავლო წელს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში დაარსებული სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ‘ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“. ტრეინინგები  ჩატარდა: თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში,ბათუმში. პროგრამა განხორციელდა "დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/სუფთა ენერგიის პროგრამა“ ფარგლებში ამერიკული ორგანიზაცია “PH International” - თან თანამშრომლობით.

სკოლების  500 მდე მოსწავლმ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა საინფორმაციო სესიას ‘როგორ დავზოგოთ ენერგია’. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორ გია არაბიძემ ისაუბრა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ, კერძოდ, ენერგოეფექტურობის მნიშვნელობა, ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, როგორ დავზოგოთ ენერგია სახლის პირობებში, ენერგო აუდიტი, განახლებადი ენერგიები, ენერგოეფექტურობა და კლიმატის ცვლილება.

მონაჭილე მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები და სააგიტაციო მასალები. ვიქტორინაში გამარჯვებული ოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით.


სიახლეებში დაბრუნება