სტუ
14/03/2024

13 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და Green Energy-ს ინიციატივით, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის   საჯარო ლექცია ჩატარდა, სადაც მოწვეულები იყვნენ    სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე აფრიაშვილი და Green Energy-ის წარომადგენელი მარიამ ბოკერია.

შეხვედრაზე, თორნიკე აფრიაშვილმა სტუდენტებს თემაზე -  „განახლებადი ენერგიების წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურების ინტეგრაცია ელექტროსისტემაში“  ესაუბრა.
საჯარო ლექციის დროს Green Energy-ის წარომადგენელმა მარიამ ბოკერიამ  სტუდენტებს  ინფორმაცია მიაწოდა თუ რა როლი აკისრება კომპანიას  განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით.


„ გვჯერა, რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან დაგვეხმარება,  ჩვენი სათქმელი მოვიტანოთ თქვენამდე, რომ მომავალი ნამდვილად განახლებად ენერგიაშია“- ამ სიტყვებით მიმართა მარიამ ბოკერიამ სტუდენტებს.

ასეთი აქტივობები მომავალშიც  გაგრძელდება ენერგეტიკის ფაკულტეტზე და მოწვეული იქნებიან ენერგეტიკის სექტორის წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენლები.


სიახლეებში დაბრუნება