სტუ

დეპარტამენტი ამზადებს „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“ სპეციალობის „ელექტროტექნოლოგიური დანადგარები და კომპლექსების ელექტრომომარაგების“ მოდულის ბაკალავრებს, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარები და ელექტრომომარაგების“ სამაგისტრო თემატიკის მაგისტრებსა და „ენერგეტიკა და ელექტროინჟინერიის“  სპეციალობის დოქტორებს.

დეპარტამენტში სტუდენტები შეისწავლიან: ელექტროტექნოლოგიურ დანადგარებსა და კომპლექსებს, ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და კომპლექსების ავტომატური მართვის სისტემებს, ელექტროტექნოლოგიური დანადგარების, კომპლექსებისა და ქალაქების ელექტრომომარაგების სისტემებს, ელექტრომომარაგების სისტემების ელექტრომოწყობილობებსა და აპარატებს, ელექტრომომარაგების სისტემების ქვესადგურებს, ელექტრული განათების ქსელებს, ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და ელექტრომომარაგების სისტემების დაცვის, კონტროლისა და აღრიცხვის სისტემებს, მათ დაპროექტებას, მონტაჟს, გამართვასა და საექსპლუატაციო მომსახურებას.

საბაკალავრო პროგრამის მიხედვით, მოდულით გათვალისაწინებულია ცხრა მაპროფილებელი საგნის შესწავლა („ელექტროტექნოლოგიური დანადგარები და კომპლექსები“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და კომპლექსების მართვის სისტემები“, „ელექტრომომარაგებაის სისტემების ელექტრომოწყობილობები და აპარატები“,  ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და ელექტრომომარაგების სისტემების დაცვა“, „ელექტრომომარაგების სისტემების ქვესადგურები“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და კომპლექსების ელექტრომომარაგება“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარების, კომპლექსებისა და ელექტრომომარაგების სისტემების მონტაჟი“, „ელექტრული განათება“, „ელექტრომომარაგება და ელექტრომოწყობილობა“), ხოლო სამაგისტრო თემატიკა ითვალისწინებს რვა საგნის შესწავლას („ელექტრომომარაგების სისტემების დაბალი ძაბვის თანამედროვე მოწყობილობები“, „ექსპერიმენტის დაგეგმვის მეთოდები“, „ავტომატური მართვის საფუძვლები“, „ელექტრომომარაგების საიმედოობისა და ენერგიის ხარისხის ამაღლება“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარების მართვის ციფრული სისტემები“, „ელექტრომომარაგების სისტემების მაღალი ძაბვის თანამედროვე ძალოვანი მოწყობილობები“, „სიხშირულ-რეგულირებადი ელექტროამძრავის მართვის ციფრული სისტემები“, „ელექტრომომარაგების სისტემების დაცვის ციფრული მოწყობილობები“).

დეპარტამენტის ბაკალავრის სპეციალიზაციის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცხრიდან, შვიდი საგანი და სამაგისტრო თემატიკის რვიდან ორი უზრუნველყოფილია ლაბორატორიით. შესაბამისად, ლაბორატორიული სამუშაოები ტარდება ფაკულტეტის საწავლო ცენტრ „შნეიდერ ელექტრიკ–თელასში“ არსებულ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ „დაბალი ძაბვის ელექტრომომარაგების“, „საშუალო ძაბვის ელექტრომომარაგების“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარებისა და კომპლექსების მიკროპროცესორული მართვის სისტემების“, „ელექტრომომარაგების სისტემების დაცვის კონტროლის, აღრიცხვისა და მართვის“, „სიხშირულ-რეგულირებადი ასინქრონული ელექტროამძრავის“ ლაბორატორიებში. ასევე, და „ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების“ დეპერტამენტის “ელექტრული განათების“, „ელექტროტექნოლოგიური დანადგარების მართვისა“  და „ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების კონტროლისა და აღრიხხვის“ ლაბორატორიებში.

სწავლის პერიოდში სტუდენტები პრაქტიკასა და სტაჟირებას გაივლიან გამანაწილებელ კომპანიებში, წარმოებებსა და სამონტაჟო ორგანიზაციებში (სს „თელასი“, „ჯორჯია ელექტრომონტაჟი“, სს „თბილელექტროხელსაწყო“).

დეპარტამენტში მომზადებული სპეციალისტები დასაქმდებიან: ქალაქების, წარმოებების და სოფლების ელექტრომომარაგების ქსელებში; მანაწილებელი და სადისტრიბუციო კომპანიებში; ელექტროტექნოლოგიურ კომპლექსებში;  მეტროპოლიტენსა და რკინიგზაში; სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ, ქიმიურ და მეტალურგიულ, მექანიკური დამუშავებისა და სამშენებლო მასალების საწარმოებში; მანქანა დანადგარების დამამზადებელ ქარხნებში; ლიფტსერვისებსა და ქალაქების წყალმომარაგების სისტემებში; სამშენებლო კომპანიებში; ენერგეტიკული დანადაგრების სამონტაჟო, სარემონტო, საკონსტრუქტორო ბიუროებში; დარგობრივი სამეცნიერი-კვლევითი და საპროექტო ორგანიზაციებში.

დეპარტამენტში სასწავლო პროცესს უძღვება: ხუთი პროფესორი, სამი ასოცირებული პროფესორი, ერთი მასწავლებელი, ერთი უფროსი მასწავლებელი და ხუთი ასისტენტი. დეპარტამენტს ემსახურება ერთი სპეციალისტი ორი ლაბორანტი.

დეპარტამენტი მდებარეობს სტუ–ს მე–8 კორპუსის მეშვიდე სართულზე.

დეპარტამენტი სამეცნიერო-ტექნიკურ და აკადემიურ საკითხებთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს „ხარკოვის ნაციონალურ ტექნიკური უნივერსიტეტი, ხპი“-ს ელექტრომექანიკური სისტემების კათედრასა (უკრაინა) და „ოტტო გუერიკეს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტის“ ელექტრული სისტემების ინსტიტუტთან (გერმანია). ასევე, დეპარტამენტი თანამშრომლობს მსოფლიოში,  წამყვანი ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი კომპანიების “Schneider Electric”–ის, “Sedmax”–ის, “V-TAC”–ის საქართველოში წარმომადგენლობებთან და სამონტაჟო ორგანიზაციებთან „Montage Georgia“–სა და სს „თბილხელსაწყოსთან“.