სტუ

დეპარტამენტი აერთიანებს: საგანმანათლებლო პროგრამა ”ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის” ბაკალავრიატის სასწავლო მოდულებს- „თბოენერგეტიკული დანადგარები“ და „არატრადიციული ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა“;  მაგისტრატურის სპეციალიზაციებს -”თბოენერგეტიკა“  და „ენერგეტიკა და გარემო“ და დოქტორანტურას.

             დეპარტამენტის სამეცნიერო ინტერესების სფეროა: თბოენერგეტიკა; თბოელექტროსადგურები;  თბომომარაგება;  მყარი სათბობის წვის თანამედროვე ტექნოლოგიები; ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები; ენერგიის განახლებადი რესურსები; ენერგომენეჯმენტი; ენერგოაუდიტი; ელექტროსადგურების ეკოლოგიური უსაფრთხოება და მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაცია; ენერგოდანადგარების ტექნიკური დიაგნოსტირება, კომპიუტერული საექსპერტო და ტრეინინგ-სისტემები;  ელექტრული და სითბური ენერგიის კოგენერაცია; გენერაციის არატრადიციული დანადგარები და სისტემები; ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო ეფექტიანობა და რისკების შეფასების საკითხები; განახლებადი ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების დანადგარების შექმნა და ეკოლოგიური სისტემის დაცვის კომპლექსური სქემების დანერგვა.

დეპარტამენტის მიმართულების წევრები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან, მონაწილეობენ საერთაშორისო, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში, არიან როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გრანტების ძირითადი შემსრულებელი. მათი უშუალო მონაწილეობით ქ.თბილისში და საქართველოს სხავადასხვა რეგიონებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტები, ჩატარდა თბილსრესის სამაზუთე მეურნეობის ფართომასშტაბიანი დაინერგა ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში.

დეპარტამენტის საქმიანობაში ჩაბმული არიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობენ მთელ რიგ საგრანტო პროექტებში, სამეცნიერო კონფერენციებში, ეცნობიან სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტებს.

კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ მრეწველობის სხვადსახვა დარგში, თბოელექტროსადგურებში,  საცხოვრებელ-კომუნალურ სექტორში, აგრო-სამრეწველო კომპლექსებში, ავტოგაზიფიკაციის ობიექტებზე, სამეცნიერ-კვლევით დაწესებულებებში და საპროექტო ორგანიზაციებში.   ასევე დასაქმებული არიან ინდუსტრიულ და კომერციულ საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში, საკონსულტაციო ფირმებსა და სააგენტოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ენერგეტიკულ კომპანიებში, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობებზე.