23 ნოე

ვორქშოპი ქუთაისში

2018 წლის 13 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ.ქუთაისი) გამართულ ვორქშოპში „პროფესიული განათლება მწვანე მშენებლობაში“ მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა.
17 ნოე

გრანპრი 2018

2018 წლის 15 ნოემბერს ფაკულტეტზე საზეიმიოთ გაიხსნა სტუ-ს სტუდენტური დღეების „ჯანსაღი ცხოვრებით თავისუფლებისაკენ“ ამსახველი სტენდი,
07 ნოე

ტენიკური გადამზადების ცენტრი

2018 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტში გაიხსნა ტენიკური გადამზადების ცენტრი
ყველა სიახლე

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტი
ენერგეტიკა და ტელეკომუნიკაცია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს და მისი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესების ეფექტურობას განაპირობებს. ყოველივე ეს უცილობლად მოითხოვს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგების წინსწრებული განვითარების აუცილებლობას. ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ეძლევათ შანსი გახდნენ, XXI საუკუნის აღმშენებლობის აქტიური მონაწილეები.

ფაკულტეტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებით. სულ ახლახან სტუ-ს, სს «თელასის», ფრანგული ფირმის Schneider Electric–ის, ავსტრიული ფირმა Herz-ის ერთობლივი ძალისხმევით ჩამოყალიბდა, სასწავლო ლაბორატორიული ცენტრი, სადაც ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ დაეუფლონ უახლესი ტექნოლოგიებით დამზადებული ელექტროტექნიკური მოწყობილობებისა და დანადგარების, განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების მართვას და ექსპლუატაციას. ასევე ისარგებლონ თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკით, ვირტუალური ლაბორატორიებით, სახელმძღვანელოებით მშობლიურ ენაზე და სწავლების კომპიუტერული ტექნოლოგიების ყველა სიკეთით.

ფაკულტეტს ემსახურება ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის დარგებში აღიარებული და სათანადო კომპეტენციის აკადემიური პერსონალი, რაც მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს უზრუნველყოფს.
ფაკულტეტზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს პროფესიული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებით.