სტუ
05/05/2023

სტატიის ლინკი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის ფაკულტეტის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი ცირა დანელია, პროფესორების ზვიად კოვზირიძის და ნათელა ნიჟარაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „მრავალფუნქციური ნანოკომპოზიტების მიღება და შესწავლა B4C-SiC-TiC-BN-Al2O3 სისტემაში ტურბინების დისკებისა და ფრთებისათვის, მაღალტემპერატურული და ცვეთამედეგი კვანძებისათვის“, მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემა მოიცავს კაზმების და მათში შემავალი კომპონენტების მასის პროცენტის განსაზღვრას თეორიულად გაანგარიშებული მონაცემების მიხედვით, კომპონენტების დაფქვის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევას სასურველი ზომის და შემადგენლობის ფხვნილების მისაღებად.

 როგორც დოქტორანტი, ცირა დანელია აცხადებს, სამუშაო მოიცავს შერჩეული კომპონენტების დაფქვას, აწონვასა და ნარევების მომზადებას. კვლევის დროს ხდება მომზადებული ნარევების დაწნეხვა ცხელი და ცივი წნეხვის მეთოდებით და მიღებული კომპოზიციური მასალების მედეგობის განსაზღვრა თერმული დარტყმების მიმართ. ასევე, წყალშთანთქმის განსაზღვრა, მექანიკური სიმტკიცის განსაზღვრა ღუნვაზე და კუმშვაზე და ა.შ.


სიახლეებში დაბრუნება