სტუ
02/05/2023

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე 28 აპრილს ჩატარდა დოქტორანტის, ხათუნა ბეჟანიშვილის სადოქტორო ნაშრომის წინასწარი დაცვა თემაზე, „ბიოდეგრადირებადი მიკროკაფსულების შექმნა ყურძნის წიპწის ზეთის მიკროკაფსულირების მიზნით და მისი ანტიოქსიდაციური ეფექტურობის კვლევა“.

აღნიშნული სამუშაო ეძღვნება თანამედროვეობის აქტუალურ თემას, რომლის სიახლეც შემდგომში მდგომარეობს: სადოქტორო კვლევის ფარგლებში მიღებულია სრულიად ახალი, ბიოდეგრადირებად ფსევდოპროტეინის კედლის მასალაში მიკროკაფსულირებული ყურძნის წიპწის ზეთის (ყწზ)-ის ჟელირებადი სუსპენსია, რომელიც პერსპექტიულია აუტიზმის სერიოზული დაავადების პათოგენეზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორის, ანტიოქსიდაციური დისრეგულაციის პრევენციისათვის.

ჩატარებულია ახალი მიკროკაფსულირებული ყწზ-ის გამოყენების ეფექტურობის პრეკლინიკური კვლევა აუტიზმის ცხოველურ და საკონტროლო, ფიზიოლოგიურ მოდელებში.



სიახლეებში დაბრუნება