სტუ

 ქიმიური  ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა მაგისტრატურის პირველი წლის სწავლების ,,ფარმაციის“ საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტი ილონა აკოპოვა.

ილონა,  როგორც წარჩინებული, ზრდილი, მიზანსწრაფული და სამაგალითო სტუდენტი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იყო დასაქმებული „ქიმიის“ დეპარტამენტში, სადაც დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.

აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იზიარებენ ოჯახის ტრაგედიას და სამძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.


სიახლეებში დაბრუნება