სტუ
11/01/2024

15-16 თებერვალს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე  ჩატარდება  სტუდენტთა IV საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ინოვაციური ტექნოლოგიები ინჟინერიაში“.

კონფერენციის ფარგლებში, 15 თებერვალს  ბაკალავრები  წარადგენენ  მოხსენებებს და  დარგში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრებენ. 16 თებერვალს კი,  მოხსენებით მაგისტრები და დოქტორანტები წარსდგებიან. მომხსენებლებისთვის  სავალდებულოა,  სტატიებში  ასახული იყოს კვლევის ის საკითხები, რაზედაც ისინი მუშაობენ.

კონფერენციის მსვლელობისას იმუშავებს შემდეგი სექციები:

·      მშენებლობა;

·      წყლის რესურსები;

·      გარემოს ინჟინერია;

·      ეკოლოგია;

·      თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები ინჟინერიაში;

·      ენერგეტიკა;

·      გეოლოგია;

·      აგრარული მეცნიერებები;

·      არქიტექტურა.

       კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური და რუსული. (სასურველია სტატია კრებულისთვის წარმოდგენილ იქნას ინგლისურ ენაზე, თუმცა პრეზენტაცია შესაძლებელია ქართულ ან რუსულ ენებზე)

       სტატიები გამოქვეყნდება კონფერენციის კრებულში.

       გამოსაქვეყნებელი მასალები უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტაზე: 

g.gureshidze@gtu.ge  არა უგვიანეს 12.02.2024.(დანართის მიხედვით წარმოდგენილი ფორმით)

            ღონისძიების პროგრამა გაეგზავნება დარეგისტრირებულ მონაწილეებს. დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.

            საკონტაქტო პირი: გინა გურეშიძე (g.gureshidze@gtu.ge, WhatsApp: +995591173010).


იხილეთ დანართი აქ.


სიახლეებში დაბრუნება