სტუ
14/11/2023

ბაკალავრიატის საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტმა, რომელსაც წინა სასწავლო სემესტრის შედეგებით აქვს 70-დან 80-დე საშუალო შეწონილი ქულა, დეკანატში უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

  • წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა).
  • წინა სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით).
  • განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).


სიახლეებში დაბრუნება