„ღვინის დღეები საქართველოში“ ღონისძიების ფარგლებში 14 ოქტომბერს გურჯაანმა უმასპინძლა „ქართული ღვინის ფესტივალი 2023“-ს, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იქნა (გამოიყო ტრანსპორტი) ბიზნესტექნოლოგიების, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისათვის და სტუდენტებისათვის ფესტივალზე დასწრება.
მათ სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა პროგრამით გათვალისწინებულ მრავალ ღონისძიებაში – ქართული ღვინოების გამოფენა-გაყიდვა, გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული შეფების მიერ დამზადებული კერძების დაგემოვნება და სხვა.
ფესტივალზე მიმავალ გზაზე პროფესორები და სტუდენტები ეწვივნენ გურჯაანის ყოვლადწმინდას, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების („გარდამავალი ხანის“) უმნიშვნელოვანესს ძეგლს — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიას.
ღონისძიების ორგანიზატორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტიდან გახლდათ პროფესორი, მარინა მეტრეველი.