20 დეკ

გილოცავთ

გილოცავთ  ახალ 2020 წელს
15 ნოე

ფორუმზე რეგისტრაცია

„კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ატარებს.

აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:

·         საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

·         კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;

·         სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;
08 ნოე

ყურადღება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის ,,წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის" IV ეტაპის განხორციელებას იწყებს

სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, კერძოდ:

ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული სტუდენტები;
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
ავტორიზებული სამედიცინო / სტომატოლიგიური დაწესებულებების რეზიდენტები.

თანადაფინანსება განსაზღვრულია:

700 ლარის ოდენობით;
300 ლარის ოდენობით.

საბუთების მიღება გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით!

ვრცლად: http://abkhazia.gov.ge/…/MINISTRY-OF-EDUCATION…/news/8462/ge
ყველა სიახლე

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შექმნილია "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და მოქმედებს სტუ-ს  წესდებისა და საკუთარი დებულების შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით.

სამსახურის მიზანია უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასება, შეფასების საფუძველზე ვითარების გაუმჯობესების ან დამაკმაყოფილებელი ვითარების შემთხვევაში, მისი შენარჩუნებისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის საჭირო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.


სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება საქმიანობის ხარისხის ამაღლების მიზნით;

ბ) სწავლის, სწავლების, კვლევისა და შეფასების მრავალფეროვანი და თანამედროვე მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა;

გ) უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, პროფესიული პროგრამების, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების წარმართვა, სისტემატური თვითშეფასების განხორციელება;

დ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმის ჩამოყალიბების, მისი სრულყოფისა და განვითარების უზრუნველყოფა;

ე) ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული სტანდარტების, სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების უნივერსიტეტში დანერგვის ხელშეწყობა;

ვ) საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა;

ზ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა.