03 იან

პროგრამების აკრედიტაცია



2021 წლის 28 დეკემბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკრედიტაცია მოიპოვეს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა საგანმანათლებლო პროგრამებმა:
ეკონომიკა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
საერთაშორისო ურთიერთობები (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა)
მასობრივი კომუნიკაცია/ჟურნალისტიკა (დოქტორანტურა, ბაკალავრიატი)

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ პროგრამების აკრედიტაციას და გისურებთ წარმატებებს
23 დეკ

გილოცავთ



ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური გილოცავთ დამდეგ 2022 წელს. სიკეთე, სიხარული, ხვავი და ბარაქა მოეტანოს ყველას ოჯახში.
16 ნოე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაცია

სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საერთაშორისო ურთიერთობების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა - საერთაშორისო ურთიერთობებს 2021 წლის 16 ნოემბერის გადაწყვეტილებით მიენიჭა აკრედიტაცია შვიდი წლის ვადით
ყველა სიახლე

სიახლე

25-06-2018 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჩხენკელმა, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებს უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, უმაღლესი განათლების კუთხით პრიორიტეტული ხარისხის გაუმჯობესება იქნება. შესაბამისად, გაგრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არაგეგმური მონიტორინგი და ავტორიზაციას, მხოლოდ მაღალი აკადემიური სტანდარტიის მქონე უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ. აღნიშნულ პროცესში კი, ქართველებთან ერთად, ჩართულები იქნებიან ევროპელი ექსპერტები.

მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა უნივერსიტეტების დაფინანსების ახალ მოდელზე, სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის აქტიურ თანამშრომლობას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების აკადემიური მიმართულების, სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების დანერგვაზეც, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში უცხოელ პროფესორთა რესურსის გამოყენებას და ქართველ პროფესორთა მხრიდან საზღვარგარეთ ონლაინ ლექციების წაკითხვას გულისხმობს.

საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, როგორც მინისტრმა აღნიშნა, წარმატებით ხორციელდება San Diego-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მიხიელ ჩხენკელმა ახალგაზრდულ მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზეც ისაუბრა. კერძოდ, თემატური ბანაკებზე, სადაც დასვენებასთან ერთად, ახალგაზრდები ახალ ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ. 2018 წელს, სახელმწიფო დაფინასნებით, 10 ათასზე მეტ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა დაისვენოს, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოეთის ბანაკებსა და სეზონურ სკოლებში. რაც, თავის მხრივ, კარგ შესაძლებლობას შექმნის ახალგაზრდული დიპლომატიის განსავითარებლად.


 

სიახლეებში დაბრუნება