06 მაი

გილოცავთ გიორგობას






ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას
22 მარტ

ყურადღება




ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No65/ნ -ში,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ. ცვლილებების დეტალური გაცნობისთვის გთხოვთ მიყვეთ ბმულს, ან იხილოთ ბრძანების სრული ვარიანტი.ბმული >>>
13 ნოე

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია  ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.

ყველა სიახლე

ცვლილება

21-07-2015 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 ივლისის №72/ნ ბრძანების თანახმად, ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანების მე-4 პუნქტით დამტკიცებულ „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) 090603 ქვედარგი/სპეციალიზაცია და 090604 ქვედარგი/სპეციალიზაცია ამოღებულ იქნეს;
ბ) დაემატოს:
„090613 - ნეირორეაბილიტაცია;
090614 - ველნეს თერაპია“;
გ) 112101 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„111201 - სპორტის ფიზიოლოგია“;
დ) 112151 - 112155 პროფესიული სპეციალიზაციები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„111251 - მწვრთნელი (სახეობის დაკონკრეტებით);
111252 - მსაჯი (სახეობის დაკონკრეტებით);
111253 - მაშველი;
111254 - მყვინთავი;
111255 - მეხანძრე - მაშველი.“;
ე)1120 დარგის/სპეციალობის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის დარგი/სპეციალობა:
„1121 - ჯანმრთელობის მეცნიერებები“;
ვ) 1121 დარგ/სპეციალობას დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვედარგი/სპეციალიზაცია - „112101 - ენისა და მეტყველების თერაპია“.

 

სიახლეებში დაბრუნება