06 მაი

გილოცავთ გიორგობას






ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას
22 მარტ

ყურადღება




ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No65/ნ -ში,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ. ცვლილებების დეტალური გაცნობისთვის გთხოვთ მიყვეთ ბმულს, ან იხილოთ ბრძანების სრული ვარიანტი.ბმული >>>
13 ნოე

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია  ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.

ყველა სიახლე

სიახლე

14-07-2015 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის №68/ნ ბრძანების თანახმად, „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №121/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესს“ მე-4 მუხლის შემდეგ დაემატა შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,მუხლი 41. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, კრედიტების განაწილების, პროფესიული სტუდენტის სასწავლო საქმიანობის (დატვირთვის) და პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების წესი განისაზღვრება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტით ან/და მოდულით.“.

 

სიახლეებში დაბრუნება