06 მაი

გილოცავთ გიორგობას






ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას
22 მარტ

ყურადღება




ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No65/ნ -ში,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ. ცვლილებების დეტალური გაცნობისთვის გთხოვთ მიყვეთ ბმულს, ან იხილოთ ბრძანების სრული ვარიანტი.ბმული >>>
13 ნოე

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია  ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.

ყველა სიახლე

ცვლილება

14-11-2014 „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) 2014 წლის 30 ოქტომბერს შევიდა შემდეგი ცვლილებები: მე-2 მუხლის „ჰ“, „ჰ1“, „ჰ28“ ქვეპუნქტები შეიცვალა, დაემატა „ჰ44“ და „ჰ45“ქვეპუნქტები; მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „გ5“ და „გ6“ ქვეპუნქტები; მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატა „პ8“ ქვეპუნქტი; კანონს დაემატა „492“ მუხლი; 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 521 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი შეიცვალა; 53-ე მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალა; 54-ე მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალა; 541 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალა; 89-ე მუხლს დაემატა 29-ე პუნქტი (იხ. ბმული

 

სიახლეებში დაბრუნება