25 სექ

გილოცავთ

ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო, პროფესორ-მასწავლებლებო და თანამშრომლებო!

გილოცავთ ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებს სასწავლო, პედაგოგიურ, სამეცნიერო საქმიანობაში.
დაისახეთ ახალი მიზნები, გჯეროდეთ საკუთარი თავის და თქვენ მათ აუცილებლად მიაღწევთ.

მუდამ თქვენს გვერდით,
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

16 სექ

ყურადღება ცვლილებაა

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში შევიდა ცვლილება, დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ ბრძანებას
27 ივლ

ყურადღება





სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამარტივებული კონკურსის გამოცხადების შესახებ
ყველა სიახლე

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ტრენინგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის 17-07-2020 განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 17 ივლისს, გაიმართა ტრენინგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის. ტრენერთან კომუნიკაციისას გამოყენებული იქნა Zoom პლატფორმა.
ტრენინგი ეხებოდა შემდეგ საკითხებს:

1. უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყფის სტანდარტები და სახელმძღვანელო პრინციპები;
2. ავტორიზაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის ავტორიზაციის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით;
3. თვითშეფასების ანგარიშის დადებითი და უარყოფითი მახასიათებლების განხილვა;
4. აკრედიტაციის სტანდარტების განხილვა სტუ-ის პროგრამული აკრედიტაციის დასკვნებში მოცემულ რეკომენდაციებთან მიმართებით;
ტრენინგში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა.
მადლობას ვუხდით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და ტექნიკური უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობას ტრენინგის ორგანიზებისთვის.





 

სიახლეებში დაბრუნება