06 მაი

გილოცავთ გიორგობას






ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყველას გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ბედნიერებასა და კეთილდღეობას
22 მარტ

ყურადღება




ცვლილება შევიდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება No65/ნ -ში,  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ. ცვლილებების დეტალური გაცნობისთვის გთხოვთ მიყვეთ ბმულს, ან იხილოთ ბრძანების სრული ვარიანტი.ბმული >>>
13 ნოე

გაიმართა თვითშეფასების დანართების შემოწმების ვორქშოპი


მიმდინარე წლის 13 ნოემბერს სტუს-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში, Zoom ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა- ვორქშოპი - უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების დანართების (თანდართული დოკუმენტების ) შემოწმებასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი- ბატონი დავით მახვილაძე. ვორქშოპს ესწრებოდნენ ხარისხის უზრუნველყოდის სამსახურის თანამშრომლები, ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის და პროგრამის ხელმძღვანელები.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური სრულიად გადასულია  ონლაინ სამუშაო რეჟიმზე.

ყველა სიახლე

ფორუმზე რეგისტრაცია

15-11-2019 „კარიერული განვითარების ცენტრი“ 19 ნოემბერს (12:45 – 19:00 საათი) სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“  „კარიერული განვითარების და გლობალური დასაქმების ფორუმი“ ატარებს.

აღნიშნული „კარიერული განვითარების საერთაშორისო ასოციაციის“ და „საფრანგეთის კარიერული განვითარების ასოციაციის“ ფორუმის ანალოგია. საქართველოში ტარდება პირველად და მიზნად ისახავს:

·         საქართველოს შრომით ბაზარზე ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

·         კვალიფიციური და მოტივირებული სპეციალისტების რიცხვის ზრდას;

·         სტაჟირების პროგრამების და დასაქმების ხელშეწყობას;


ამ მიზნების მისაღწევად ფორუმი ჩატარდება განსხვავებული ფორმატით:

13:00 სთ - პანელ დისკუსია, რომლის ფარგლებშიც განხილება ქართულ შრომით ბაზარზე როგორც დამსაქმებლების, ასევე სამუშაოს მაძიებლების თვალით დანახული პრობლემები. პანელში მონაწილეობას მიიღებენ: ფსიქოლოგი, უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სპეციალისტი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკონომიკის სამინიტროს წარმომადგენელი. ✅



14:30 საათიდან დაიწყება დასაქმების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 15 უნივერსიტეტი და  50-მდე უმსხვილესი კომპანია საქართველოს მასშტაბით. მათ შორისაა: სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“, „საქართველოს ბანკი“, „საქართველოს უზენაესი სასამართლო“, „სარაჯიშვილი“, „კარფური“, „ვისოლი“, „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“, „დანკინ დონატსი“, „ბიბლუსი“, „ავერსი“, „გაგრა პლუსი“, „M Group”, სასტუმრო „Ramada Encore”, “პალიტრა მედია ჰოლდინგი“, „ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „თი ბი სი ბანკი“, „კლინიკა ახალი სიცოცხლე“, „გუდვილი”, „Mკვადრატი“, „ბაზის ბანკი“, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „ეკონომიკის სამინისტრო“, „ღვინის ქარხანა #1“, „Pinzeria by Bontempi” “სმარტი“, „შატო მუხრანი“ , „თბილღინო“, „ვენდისი“, „ფაბერლიკი“ და სხვ.




 

სიახლეებში დაბრუნება