29 ივნ

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის შრომების კრებული

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის შრომების კრებული
27 ივნ

მთავრობის და სამრეწველო სექტორის ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2021 წლის 23 ივნისს გაიმართა მთავრობის და სამრეწველო სექტორის ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მე-3 შეხვედრა.
ყველა სიახლე

მთავრობის და სამრეწველო სექტორის ენერგოეფექტურობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

06/27/2021

სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა დაიწყო 2020 წლის დასაწყისში ენერგოეფექტურობის იმპლემენტაციის მიზნით მთავრობასა და მსხვილ საწარმოებს შორის ნებაყოფლობითი შეთანხმებების (VA) სქემაზე მუშაობით.

სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 19 თებერვალს. შეხვედრას ესწრებოდა 18 მონაწილე, მათ შორის დიდი საწარმოს 8 წარმომადგენელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს და პარლამენტის თანამშრომლები.

სამუშაო ჯგუფის მე-2 შეხვედრა გაიმართა ონლაინ რეჟიმში 2021 წლის 9-11 თებერვალს და მას დაესწრო 48 მონაწილე, მათ შორის 22 საწარმოს წარმომადგენელი, ამასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, ქართული კომერციული ბანკების, აგრეთვე ენერგოეფქტურობის და გარემოს დაცვის სერვისის უზრუნველყოფის კომპანიების წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის მე-3-ე შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა საქართველოს მთავრობასა და სამრეწველო საწარმოებს შორის ენერგოეფექტურობის ნებაყოფლობითი შეთანხმებების სქემის პროექტი.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობას ღებულობდა ფაკულტეტის პროფესორები.

სიახლეებში დაბრუნება