18 თებ

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“-ის საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 7–დან 10 ივნისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
31 იან

ასწავლე! მოაწონე! ააღელვე! ამბები წყალზე

წლებია სტუ-ის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე I კურსის, პირველ სემესტრში, ლექციებს ვკითხულობ "ზოგად ქიმიაში. ისე მოხდა საკითხმა მოიტანა და სტუდენტებს ვუამბე იოჰან გიულდენშტედტზე,რომელიც გახლდათ მე-18 საუკუნის გერმანელი მოგზაური ექიმი, ..........
ყველა სიახლე

სტუდენტყრი თვითმმართველობის განმეორებითი არჩევნები

01/14/2021

ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები განმეორებით ჩატარდება მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ელექტრონულ (ონლაინ) ფორმატში, შემდეგ ფაკულტეტებზე:

  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - 77 მანდატი
  • ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი - 42 მანდატი
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - 113 მანდატი
  • აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი - 14 მანდატი.

კანდიდატთა რეგისტრაცია საფაკულტეტო საარჩევნო კომისიებში, სტუდენტური თვითმმართველობის დებულების შესაბამისად, 2021 წლის 18-დან 25 იანვრის ჩათვლით წარიმართება.

სტუის სტუდენტური თვითმმართველობის 2021 წლის 12 იანვრის სხდომის დადგენილება

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სტუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობას, მისამართზე:

თბილისი, მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი #251-253

ან დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 032 236 51 29

 


 

სიახლეებში დაბრუნება