18 თებ

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“-ის საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 7–დან 10 ივნისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
31 იან

ასწავლე! მოაწონე! ააღელვე! ამბები წყალზე

წლებია სტუ-ის ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე I კურსის, პირველ სემესტრში, ლექციებს ვკითხულობ "ზოგად ქიმიაში. ისე მოხდა საკითხმა მოიტანა და სტუდენტებს ვუამბე იოჰან გიულდენშტედტზე,რომელიც გახლდათ მე-18 საუკუნის გერმანელი მოგზაური ექიმი, ..........
ყველა სიახლე

აკადემიური საბჭოს არჩევნები

01/12/2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოში

ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის

წარმომადგენლის ვაკანსიაზე არჩევნების დანიშვნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №133/ნ ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ დებულების (შემდეგში - არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულება) საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდეგში - უნივერსიტეტი) აკადემიურ საბჭოში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის (შემდეგში - ფაკულტეტი) წარმომადგენლის ერთ ვაკანსიაზე დაინიშნოს არჩევნები 2021 წლის 8 თებერვალს;
  2. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელსაც ფაკულტეტზე უკავია პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის თანამდებობა და აკმაყოფილებს უნივერსიტეტის წესდებით დადგენილ მოთხოვნებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს პირს, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა;
  3. კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2021 წლის 25 იანვარს და დასრულდეს 2021 წლის 1 თებერვალს;
  4. კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში. განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი; ბ) ცნობა ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
  5. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უზრუნველყოს საარჩევნო სიების წარდგენა ფაკულტეტის საარჩევნო კომისიისათვის და არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების განხორციელება;
  6. არჩევნები ჩატარდეს არჩევნების ჩატარების საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად;
  7. არჩევნების შედეგები გამოქვეყნდეს არჩევნების დამთავრების შემდეგ თვალსაჩინო ადგილზე და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  8. ბრძანება განთავსდეს ფაკულტეტის თვალსაჩინო ადგილებზე და უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  9. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N64.  

 

(მის: კოსტავას ქ. N75, მე-8 სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული ოთახი N 314, საკონტაქტო პირის ტელეფონის N 599 028 899)


 

სიახლეებში დაბრუნება