01 ოქტ

II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“

II საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“-ის საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 7 – დან 10 დეკემბრამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, საქართველო).
15 სექ

კონფერენცია „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია“

2020 წლის 14 სექტემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია“. კონფერენციას მიესალმა სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია.
ყველა სიახლე

კონფერენცია „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია“

09/15/2020

კონფერენცია „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია“

2020 წლის 14 სექტემბერს, სასტუმრო „Rooms Hotel“-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია“. კონფერენციას მიესალმა სემეკის თავმჯდომარე ბატონი დავით ნარმანია. პრეზენტაციები წარმოადგინეს: „დღის ადრე და დღიური ბაზარი“, ბატონმა ნიკოლოზ სუმბაძემ; „საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი“, ბატონმა ზვიად გაჩეჩილაძემ; „რეფორმები ელექტროენერგიის განაწილებისა და მოწოდების საქმიანობაში“, ქალბატონმა სალომე ჯანელიძემ; „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბირჟა“, ქალბატონმა ირინა მილორავამ; საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარის ოპერატორი“, ბატონმა უჩა უჩანეიშვილმა; „საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია (WPSO)“, ბატონმა ზვიად დვალიშვილმა.

სემეკის თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ნარმანიამ, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, სხვებთან ერთად, მადლობის სიგელი და ფასიანი საჩუქარი გადასცა ფაკულტეტის პროფესორებს, მიხეილ რუხვაძეს და გია არაბიძეს.

კონფერენციას ესწრებოდნენ: სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი; ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი პროფესორი ელენე შატაკიშვილი; პროფესორები თენგიზ მუსელიანი, ლევან ვეფხვაძე და მარგალიტა არაბიძე.




 


 

სიახლეებში დაბრუნება