03 აგვ

კონფერენცია ენერეგტიკული უსაფრთხოების საკითხებზე

2020 წლის 31 ივლისს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში  ა(ა)იპ „განათლების საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ და შპს „გროს ენერჯი ჯგუფის“ თაოსნობით გაიმართა კონფერენცია.
27 ივლ

ვეტერან - ენერგეტიკოსთა საზეიმო შეხვედრა.

2020 წლის 17 ივნისს   ვეტერან - ენერგეტიკოსთა საზეიმო შეხვედრაზე, ფასიანი საჩუქრით, დააჯილდოვეს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ელექტროენერგეტიკის და ელექტრომექანიკის დეპატრტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი შალვა ნაჭყებია.
ყველა სიახლე

გარდაბანი 2 ის გახსნა

01/21/2020

2020 წლის 17 იანვრიდან ოპერირება დაიწყო გაზის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურმა გარდაბანი-2, რომელზეც წარმატებით დასრულდა წინა საექსპლუატაციო ტესტირებისა და გამართვის სამუშაოები. სადგური აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-Power) F კლასის გაზის 2 და ორთქლის 1 ტურბინითა და გენერატორებით. სადგურის საპროექტო ეფექტიანობა 55,6 %-ი. ობიექტის სამშენებლო სამუშაოები ჩინეთის ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა საინჟინრო-ინდუსტრიულმა კორპორაციამ (China Tianchen Engineering Corporation - TCC) შეასრულა. სადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ია, საპროექტო წლიური გამომუშავება 1,2-1,3 მლრდ კვტსთ, საჭიროების შემთხვევაში მას შეუძლია გამოიმუშაოს 1,6-1,8 მლდრ კვტსთ-ი. ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. ნულიდან გაშვების ფუნქციით, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას საშუალებას იძლევა. კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური თბოელექტროსადგური თითქმის ორჯერ უფრო ნაკლებ გაზს მოიხმარს ვიდრე საქართველოში ბუნებრივ აირზე მომუშავე ძველი ენერგო ბლოკები. თბოელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები, ჯერჯერობით სადგურში დასაქმებულია ფაკულტეტის 25 კურსდამთავრებული.

 

 





 

 


 

სიახლეებში დაბრუნება