05 დეკ

კონფერენცია გლობალური ენერგეტიკული ტრენდები.

2019 წლის 4 დეკემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით,  „ExpoGeorgia-ს“ მესამე პავილიონში ჩატარდა კონფერენცია „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები. ახალ ენერგეტიკულ პაკეტზე გადასვლა, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის“.
03 დეკ

სემინარი

2019 წლის 28 ნოემბერს, საინჟინრო კომპანია აიდისის (IDC) ოფისში, საქართველოში  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის,  „ეკლარეონის“ პროექტ BSW-solar-თან ერთად ფედერალური საგარეო ოფისის მხარდაჭერით გაიმართა სემინარი „მზის ენერგეტიკა საქართველოში“.
ყველა სიახლე

სამუშაო შეხვედრა

06/26/2019

2019 წლის 26 ივნისს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნკაციის ფაკულტეტზე გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა გაზის კომპანიებში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/ სერტიფიცირებას.  შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ქალბატონი ნ.თურნავა და სტუ-ს რექტორი აკადემიკოსი ა.ფრანგიშვილი.

პრეზენტაცია თემაზე „ენერგეტიკის დარგში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/სერტიფიცირება. საქართველოს ტენიკური უნივერსიტეტის შეთავაზებები“ გააკეთა ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ.გ.არაბიძემ.

შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ საშულება გაცნობოდნენ სტუ-ში შექმნილ ბოლო თაობის გაზის დეტექტორებს  (პროფ.ჯ.ბერიძე, პროფ.ა.იაშვილი).

შეხედრაში მონაწილეობდნენ „ყაზგაზტრანსის“, შპს „ვარკეთილ გაზის“, ს.ს. „საჩხერეგაზის“, შპს „ინტერ.გაზის“ წარმომადგენლები.

ფაკულტეტი ენერგოკომპანიებს თავაზობს: ენერეგოაუდიტს და ენერეგტიკული დანადგარების  დიაგნოსტიკას; ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის და განაწილების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებას; დარგში დასაქმებული პერსონალის  მომზადება /გადამზადება/ სერტიფიცირებას; ელექტრომოწყობილობების, ელექტრომაგნიტური თავსებადობის, ენერგეტიკული ზეთების დიაგნოსტიკისათვის, სერტიფიცირებულ საგამოცდო ლაბორატორიის  „ენერეგოდიაგნოსტიკა“ მომსახურებას.









 

სიახლეებში დაბრუნება