ღია კონკურსი

07-04-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიარჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: 

  • მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილებაში განყოფილების უფროსის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;
  • მართვის პროცესებისა და მოწყობილობების განყოფილებაში განყოფილების უფროსის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;
  • ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილებაში განყოფილების უფროსის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 02 მაისიდან 04 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მინდელის ქ. №10, მე-4 სართული, ოთახი #1, პასუხისმგებელი პირი ქეთევან კვირიკაშვილი, ტელ: 032 2 31 98 74

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 10 მაისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 11 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/msi/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 18 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/msi/


II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) განყოფილების უფროსის - მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

სასურველია, ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ჰქონდეს არანაკლებ 10 სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მასალებში), რომელთაგან 3 მაინც — საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემაში (Elsevier, Scopus, Web of Science და სხვა ბაზებში) ან/და საერთაშორისო კონფერენციათა მასალებში.

ბ) განყოფილების უფროსის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

სასურველია, ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ჰქონდეს არანაკლებ 5 სამეცნიერო ნაშრომი (მონოგრაფია ან/და სტატია სამეცნიერო ჟურნალში ან/და ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციის მასალებში), რომელთაგან 1 მაინც — საერთაშორისო მასშტაბით რეცენზირებად და რეფერირებად გამოცემაში ან/და საერთაშორისო კონფერენციათა მასალებში.

მეცნიერის (განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება (ფორმა გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე https://gtu.ge/testcms/ აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) CV - ავტობიოგრაფია;

დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება


Message Text*
Spam bot protection (CAPTCHA)
Load image