საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

07/06/2018  2018 წლის 29 მაისს გაზეთ “რეზონანს“-ში გამოცხადდა ღია კონკურსი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად. 
2018 წლის 5 ივლისს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ მოისმინა კანდიდატის სამოქმედო პროგრამა და განიხილა მისი წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საკონკურსო პირობებთან. სამეცნიერო საბჭომ ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩაატარა 2018 წლის 6 ივლისს და ერთხმად აირჩია ბატონი ნუგზარ ყავლაშვილი 5 წლის ვადით.

ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო

სიახლეებში დაბრუნება