საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

03/14/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 04/03/2022 ბრძანება MES 1 22 0000223230, თანახმად 2022 წლის 25 მარტს დანიშნულია არჩევნები წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრის ვაკანტურ ადგილებზე (არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი - 1 ვაკანტური ადგილი).


წარმომადგენლობით საბჭოში (სენატში) ინსტიტუტის წარმომადგენელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრი. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს.


კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებია: 2022 წლის 11 მარტიდან 2022 წლის 18 მარტის ჩათვლით.


კანდიდატებმა განცხადება უნდა შეიტანონ ინსტიტუტის საარჩევნო კომისიაში.


განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;

ბ) ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის/დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში დაკავებული სამეცნიერო თანამდებობის შესახებ.


საარჩევნო კომისია


სიახლეებში დაბრუნება